imoqmede

2018 წლის 1 იანვარს, საქართველოში ამოქმედდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც ახლებურად არეგულირებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმიანობების (მათ შორის, სამთო-მოპოვებითი, ქიმიური და მეტალურგიული წარმოების, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების) განხორციელების შესახებ სახელმწიფო ორგანოთა მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს.

კოდექსმა, ასეთი პროექტების ინიციატორებს დაუდგინა ახალი მოთხოვნები დაგეგმილი პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) ჩასატარებლად.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით შემოტანილი უმნიშვნელოვანესი სიახლეა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დაუბრუნდათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლების რეალიზების შესაძლებლობა.

ეს გვერდი – „იმოქმედე, სანამ დროა“ - შეიქმნა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა უკეთ ჩართვის ხელშესაწყობად.