flyer_Namakhvani

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტი, პროექტის შესაძლო ზეგავლენა ბუნებრივ გარემოსა და მოსახლეობაზე, ზეგავლენის შესარბილებლად შემოთავაზებული ღონისძიებები.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი სამი კაშხალისგან შედგება: ტვიშის, ნამახვანის და ჟონეთის ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო ტერიტორიაც მდინარე რიონზე მდებარეობს, არსებული ლაჯანურისა და გუმათის ჰიდროელექტროსადგურებს შორის, რომლებიც სამ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულს მიეკუთვნება: ცაგერს, წყალტუბოსა და ტყიბულს.

სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გაზარდოს მეწყერებისა და ეროზიების წარმოქმნის ალბათობა. ყველაზე კრიტიკული სექცია არის სოფელ კორენიშის ბოლო. დაახლოებით 2 კილო მეტრის სიგრძეზე მდინარის ორივე ნაპირი არამყარია. წყალსაცავის დატბორვისა და წყლის დონის სწრაფი რეგულირების შემთხვევაში ქანობის არასტაბილურობა შესაძლოა გაიზარდოს და დააზარალოს სოფლის რამოდენიმე სახლი.