saxelmdzgvanelo_shromit_iflebebze

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს შრომის უფლებით დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის, კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულებისათვის, რამდენადაც ის აერთიანებს ამ სფეროში არსებული საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს მიმოხილვას. ასევე, იგი მოიცავს საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს/განმარტებებს შრომის უფლების ცალკეულ კომპონენტებთან მიმართებით. დოკუმენტი უმეტესად ფარავს საკითხებს კერძო სფეროში დასაქმებული პირების უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, ის საჯარო სფეროში დასაქმებულ პირთა შრომის უფლების რეგულირების თავისებურებებსაც შეეხება.