კასპიის ზღვის ინიციატივა

კასპიის ზღვის ინიციატივა  კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობის ათვისება უსწრაფესი ტემპით მიმდინარეობს. ნავთობის მოპოვება აქ, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო და მე-20 საუკუნის დასაწყისში, კასპიის ზღვის რეგიონში, მოიპოვებოდა მსოფლიოს ნავთობის პროდუქციის 50%. ამ დროის ნაშთი ჯერ კიდევ ეტყობა აზერბაიჯანის მთების ლანდშაფტს ათასობით გაუქმებული ნავთობის კოშკურის სახით. საბჭოთა კავშირის პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობდა როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო საბადოების ათვისება. ამჟამად კასპიის ნავთობის შეფასებული რეზერვების მოცულობა მერყეობს 15-30 მლნ ბარელიდან 100-200 მლნ …

kaspiis_zgvaკასპიის ზღვის ინიციატივა 

კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობის ათვისება უსწრაფესი ტემპით მიმდინარეობს. ნავთობის მოპოვება აქ, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო და მე-20 საუკუნის დასაწყისში, კასპიის ზღვის რეგიონში, მოიპოვებოდა მსოფლიოს ნავთობის პროდუქციის 50%. ამ დროის ნაშთი ჯერ კიდევ ეტყობა აზერბაიჯანის მთების ლანდშაფტს ათასობით გაუქმებული ნავთობის კოშკურის სახით. საბჭოთა კავშირის პერიოდში ინტენსიურად
მიმდინარეობდა როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო საბადოების ათვისება. ამჟამად კასპიის ნავთობის შეფასებული რეზერვების მოცულობა მერყეობს 15-30 მლნ ბარელიდან 100-200 მლნ ბარელამდე, რაც თითქმის უტოლდება სპარსეთის ყურეში არსებული ნავთობის მარაგს. დასავლეთის ექსპერტების შეფასებით, 2010 წლისთვის კასპიის ზღვის რეგიონში არსებული ნავთობისა და გაზის მარაგი გახდება დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ეკონომიკური კომპლექსის მოთხოვნათა დაკმაყოფილების ძირითადი წყარო.