ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია და სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია და სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები   ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის პროცესში, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი პროექტის განხორციელებისას, ბუნებრივია, უამრავი პრობლემა იჩენს თავს. მდგომარეობას ამწვავებს ის დამოკიდებულება, რომელიც შექმნილია ნავთობსადენის პროექტთან მიმართებაში. ნებისმიერი პიროვნება თუ ორგანიზაცია, რომელიც თავისი პრობლემატიკიდან გამომდინარე, ცდილობს გააკრიტიკოს მილსადენის მშენებლობის პროცესი ან უბრალოდ მიუთითოს კომპანიის (ან პროექტში ჩართული სხვა  მხარეების) მიერ მიწოდებული ინფორმაციის არაადექვატურობაზე …

valdebulebebiბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია და სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის პროცესში, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი პროექტის განხორციელებისას, ბუნებრივია, უამრავი პრობლემა იჩენს თავს. მდგომარეობას ამწვავებს ის დამოკიდებულება, რომელიც შექმნილია ნავთობსადენის პროექტთან მიმართებაში. ნებისმიერი პიროვნება თუ ორგანიზაცია, რომელიც თავისი პრობლემატიკიდან გამომდინარე, ცდილობს გააკრიტიკოს მილსადენის მშენებლობის პროცესი ან უბრალოდ მიუთითოს კომპანიის (ან პროექტში ჩართული სხვა 
მხარეების) მიერ მიწოდებული ინფორმაციის არაადექვატურობაზე ან სიმწირეზე, ავტომატურად მოიაზრება სახელმწიფოს მტრად, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ამავდროულად, გაიზარდა იმ მოსახლეობის გაფიცვების რაოდენობა, რომელიც უშუალოდ განიცდის პროექტის ზეგავლენას. გაფიცვების რაოდენობის ამგვარი ზრდა აიხსენება, ერთის მხრივ, ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყებით იმ ტერიტორიებზე, სადაც დროულად არ იქნა მოგვარებული კონფლიქტები, ხოლო მეორეს მხრივ, მოსახლეობისათვის ინფორმაციის არასრულყოფილად მიწოდებითა და საჩივრების განხილვის მექანიზმის არაეფექტური მუშაობით.