საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის

საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის   ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს თხოვნით, განუმარტოთ, თუ ვინ, როდის და როგორ უნდა მოაგვაროს საქართველოში ბთჯ ნავთობსადენის პროექტის განხორციელებასთან (მაგალითად, მიწის კომპენსაციასთან, დასაქმებასთან, დაზიანებულ გზებთან ან საცხოვრებელ სახლებთან, მძიმე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებით გამოწვეულ ხმაურსა და მტვერთან, გაუვარგისებულ მიწასთან და სხვ.) დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური (სადავო) საკითხი.  …

sachivrebis_wardgenaსაჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს თხოვნით, განუმარტოთ, თუ ვინ, როდის და როგორ უნდა მოაგვაროს საქართველოში ბთჯ ნავთობსადენის პროექტის განხორციელებასთან (მაგალითად, მიწის კომპენსაციასთან, დასაქმებასთან, დაზიანებულ გზებთან ან საცხოვრებელ სახლებთან, მძიმე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებით გამოწვეულ ხმაურსა და მტვერთან, გაუვარგისებულ მიწასთან და სხვ.) დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური (სადავო) საკითხი. 

როგორც ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, მოსახლეობა ნაკლებად ფლობს ინფორმაციას, თუ ვის და რა ფორმით უნდა მიმართოს სოფელმა ან კერძო პირმა ამა თუ იმ სადავო საკითხის თაობაზე. მოსახლეობა ხშირად აღნიშნავს, რომ მათ წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი განცხადებით მიმართეს სხვადასხვა ორგანიზაციას, თუმცა ვერ მიიღეს პასუხი (ან პასუხი არ იყო დამაკმაყოფილებელი). ამდენად, ბთჯ ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სადავო საკითხის მოსაგვარებლად მიმართოს იმ ორგანიზაციას ან შესაბამის თანამდებობის პირს, რომლის ვალდებულებაცაა ამა თუ იმ პრობლემური საკითხის განხილვა და მის მოსაგვარებლად გარკვეული ზომების მიღება.