საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის

საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის   ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს თხოვნით, განუმარტოთ, თუ ვინ, როდის და როგორ უნდა მოაგვაროს საქართველოში ბთჯ ნავთობსადენის პროექტის განხორციელებასთან (მაგალითად, მიწის კომპენსაციასთან, დასაქმებასთან, დაზიანებულ გზებთან ან საცხოვრებელ სახლებთან, მძიმე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებით გამოწვეულ ხმაურსა და მტვერთან, გაუვარგისებულ მიწასთან და სხვ.) დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური (სადავო) საკითხი.  …

sachivrebis_wardgenaსაჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს თხოვნით, განუმარტოთ, თუ ვინ, როდის და როგორ უნდა მოაგვაროს საქართველოში ბთჯ ნავთობსადენის პროექტის განხორციელებასთან (მაგალითად, მიწის კომპენსაციასთან, დასაქმებასთან, დაზიანებულ გზებთან ან საცხოვრებელ სახლებთან, მძიმე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებით გამოწვეულ ხმაურსა და მტვერთან, გაუვარგისებულ მიწასთან და სხვ.) დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემური (სადავო) საკითხი. 

როგორც ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, მოსახლეობა ნაკლებად ფლობს ინფორმაციას, თუ ვის და რა ფორმით უნდა მიმართოს სოფელმა ან კერძო პირმა ამა თუ იმ სადავო საკითხის თაობაზე. მოსახლეობა ხშირად აღნიშნავს, რომ მათ წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი განცხადებით მიმართეს სხვადასხვა ორგანიზაციას, თუმცა ვერ მიიღეს პასუხი (ან პასუხი არ იყო დამაკმაყოფილებელი). ამდენად, ბთჯ ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სადავო საკითხის მოსაგვარებლად მიმართოს იმ ორგანიზაციას ან შესაბამის თანამდებობის პირს, რომლის ვალდებულებაცაა ამა თუ იმ პრობლემური საკითხის განხილვა და მის მოსაგვარებლად გარკვეული ზომების მიღება.


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია და სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია და სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები   ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის პროცესში, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი პროექტის განხორციელებისას, ბუნებრივია, უამრავი პრობლემა იჩენს თავს. მდგომარეობას ამწვავებს ის დამოკიდებულება, რომელიც შექმნილია ნავთობსადენის პროექტთან მიმართებაში. ნებისმიერი პიროვნება თუ ორგანიზაცია, რომელიც თავისი პრობლემატიკიდან გამომდინარე, ცდილობს გააკრიტიკოს მილსადენის მშენებლობის პროცესი ან უბრალოდ მიუთითოს კომპანიის (ან პროექტში ჩართული სხვა  მხარეების) მიერ მიწოდებული ინფორმაციის არაადექვატურობაზე …

valdebulebebiბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია და სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის პროცესში, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი პროექტის განხორციელებისას, ბუნებრივია, უამრავი პრობლემა იჩენს თავს. მდგომარეობას ამწვავებს ის დამოკიდებულება, რომელიც შექმნილია ნავთობსადენის პროექტთან მიმართებაში. ნებისმიერი პიროვნება თუ ორგანიზაცია, რომელიც თავისი პრობლემატიკიდან გამომდინარე, ცდილობს გააკრიტიკოს მილსადენის მშენებლობის პროცესი ან უბრალოდ მიუთითოს კომპანიის (ან პროექტში ჩართული სხვა 
მხარეების) მიერ მიწოდებული ინფორმაციის არაადექვატურობაზე ან სიმწირეზე, ავტომატურად მოიაზრება სახელმწიფოს მტრად, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ამავდროულად, გაიზარდა იმ მოსახლეობის გაფიცვების რაოდენობა, რომელიც უშუალოდ განიცდის პროექტის ზეგავლენას. გაფიცვების რაოდენობის ამგვარი ზრდა აიხსენება, ერთის მხრივ, ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყებით იმ ტერიტორიებზე, სადაც დროულად არ იქნა მოგვარებული კონფლიქტები, ხოლო მეორეს მხრივ, მოსახლეობისათვის ინფორმაციის არასრულყოფილად მიწოდებითა და საჩივრების განხილვის მექანიზმის არაეფექტური მუშაობით.


კომენტარები ენერგეტიკისა და გარემოსდაცვის სფეროში ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის ანგარიშში გასათვალისწინებლად

logo

კომენტარები ენერგეტიკისა და გარემოსდაცვის სფეროში ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის ანგარიშში გასათვალისწინებლად 1996 წლიდან ენერგო სექტორის ლიბერალიზაცია მრავალ განვითარებულ ქვეყანაში განხორციელდა. თუმცა დღეისათვის უკვე არსებობს უამრავი კველევა და მაგალითი მასზედ, თუ როგორ ილახება მცირე მომხმარებლების (რიგითი მოქალაქეების) უფლებები კერძო კომპანიების მიერ ელექტრო ენერგიის ფასების კომერციული მანიპულაციის პირობებში და სახელმწიფოს ჩაურევლობა როგორ ქმნის ენერგოუსაფრთხოების პრობლემას.  შესაბამისად, გაუმართლებელია სიღარიბის დაძლევისთვის შექმნილი …

კომენტარები ენერგეტიკისა და გარემოსდაცვის სფეროში ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის ანგარიშში გასათვალისწინებლად

1996 წლიდან ენერგო სექტორის ლიბერალიზაცია მრავალ განვითარებულ ქვეყანაში განხორციელდა. თუმცა დღეისათვის უკვე არსებობს უამრავი კველევა და მაგალითი მასზედ, თუ როგორ ილახება მცირე მომხმარებლების (რიგითი მოქალაქეების) უფლებები კერძო კომპანიების მიერ ელექტრო ენერგიის ფასების კომერციული მანიპულაციის პირობებში და სახელმწიფოს ჩაურევლობა როგორ ქმნის ენერგოუსაფრთხოების პრობლემას.  შესაბამისად, გაუმართლებელია სიღარიბის დაძლევისთვის შექმნილი პროგრამის ფარგლებში არ გავითვალისწინოთ სიღარიბის დონის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრის – ენერგო რესურსების ხემისაწვდომობის დონის ფაქტორი.  სუსტი ეკონომიკისა და გაუმართავი საკანონმდებლო ბაზის პირობებში აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ უკვე დაწყებული ლიბერალიზაციის პროცესში შექმნას მომხმარებელთა უფლებელის დაცვისა და კერძო კომპანიების მიერ აღებული 
ვალდებულებების შესრულების კონტროლის ძლიერი მექანიზმი.