პრივატიზაცია და გარემოსდაცვა “საქართველოს ტყეების პრივატიზაცია – ნაბიჯი გაურკვევლობისა თუ საბაზრო ეკონომიკისკენ”

პრივატიზაცია და გარემოსდაცვა "საქართველოს ტყეების პრივატიზაცია – ნაბიჯი გაურკვევლობისა თუ საბაზრო ეკონომიკისკენ"  დღეს საქართველოში მრავალ საინტერესო პროცესს აქვს ადგილი როგორც სახელმწიფოს მშენებლობის, ასევე ეკონომიკის განვითარების კუთხით. თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მიუხედავად მომრავლებული ე.წ. რეფორმებისა სხვადასხვა სექტორში და განსაკუთრებით გარემოს დაცვაში, არ არსებობს ერთიანი კონცეფცია, თუ როგორ უნდა გადავლახოთ არსებული პრობლემები. თუ დავეყრდნობით ოფიციალურ განცხადებებს, საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში გაერთიანებაა. თუმცა, …

saqart_tyeebis_privatizacia,jpgპრივატიზაცია და გარემოსდაცვა "საქართველოს ტყეების პრივატიზაცია - ნაბიჯი გაურკვევლობისა თუ საბაზრო ეკონომიკისკენ" 

დღეს საქართველოში მრავალ საინტერესო პროცესს აქვს ადგილი როგორც სახელმწიფოს მშენებლობის, ასევე ეკონომიკის განვითარების კუთხით. თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მიუხედავად მომრავლებული ე.წ. რეფორმებისა სხვადასხვა სექტორში და განსაკუთრებით გარემოს დაცვაში, არ არსებობს ერთიანი კონცეფცია, თუ როგორ უნდა გადავლახოთ არსებული პრობლემები. თუ დავეყრდნობით ოფიციალურ განცხადებებს, საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში გაერთიანებაა. თუმცა, რეფორმების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით გარემოს დაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, მნიშვნელოვანწილად აფერხებს ქვეყნის სვლას ევროკავშირთან ჰარმონიზაციის გზით. სახელმწიფო გარემოს დაცვაში მიმდინარე რეფორმებით ცდილობს საერთოდ ჩამოიცილოს კონტროლის ფუნქცია და მიაჩნია, რომ კერძო სექტორი ამას უკეთესად შესძლებს. სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს ღებულობენ გადაწყვეტილებებს არ გააჩნიათ თანამედროვე ეკონომიკური განათლება, რომ არაფერი არ ვთქვათ გარემოსდაცვით განათლებაზე. წარმოებული რეფორმები წარმოადგენენ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფუნდამენტალური იდეების ხორცშესხმას, თუმცა ხანდახან ეს იმდენად სწორხაზოვნად ხდება, რომ თვით ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების უდიდეს გაკვირვებას და აღშფოთებასაც კი იწვევს.