“რა მოაქვს მილსადენს ნავთობის გარდა”, ანუ კიდევ ერთხელ დგვარის შესახებ

12 ოქტომბერს საქართველოს მთავრობა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია საზეიმოდ აღნიშნავენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის ნავთობით შევსებას და თავს მოიწონებენ საქართველოს საზოგადოების წინაშე წარმატებით დასრულებული “საუკუნის პროექტით”. ამ “ღირსშესანიშნავ” დღეს მწვანე ალტერნატივას სურს, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, “რა მოაქვს მილსადენს ნავთობის გარდა” თუნდაც ერთი სოფლის – ბორჯომის რაიონის სოფელი დგვარის, მაგალითზე. ორგანიზაციის ვებ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ უახლესი …
»»»