ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2005-2008 წლის ენერგოსექტორის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაზე

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2005-2008 წლის ენერგოსექტორის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაზე. სამწუხაროდ, როგორც საქართველოს ენერგოსექტორის პოლიტიკას ასევე 2005-2006 წლის სამოქმედო გეგმა უგულვებელყოფს მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას. მართალია, ბოლო დროს მთავრობა მეტად ყურადღებას უთმობს ენერგოუსაფრთხოების კონცეფციას, მაგრამ აქაც ძირითადი ყურადღება გადატანილია ძირითადად მოწოდების დივერსიფიკაციასა და საკუთარი  რესურსების ათვისების ხელშეწყობას. სამწუხაროდ ახლაც მინიმალური ყურადღება ექცევა იმავე ენერგოუსაფრთხოების ისეთ სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს, …

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2005-2008 წლის ენერგოსექტორის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაზე.

სამწუხაროდ, როგორც საქართველოს ენერგოსექტორის პოლიტიკას ასევე 2005-2006 წლის სამოქმედო გეგმა უგულვებელყოფს მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას. მართალია, ბოლო დროს მთავრობა მეტად ყურადღებას უთმობს ენერგოუსაფრთხოების კონცეფციას, მაგრამ აქაც ძირითადი ყურადღება გადატანილია ძირითადად მოწოდების დივერსიფიკაციასა და საკუთარი 
რესურსების ათვისების ხელშეწყობას. სამწუხაროდ ახლაც მინიმალური ყურადღება ექცევა იმავე ენერგოუსაფრთხოების ისეთ სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა რესურსების დივერსიფიკაციას, განახლებადი ენერგორესურსების ათვისებასა და ენერგოეფექტურობას, როგორც მიმწოდებელ ასევე სამომხმრებელო მხარეს. 

დღესდღეისობით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაგეგმილია ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ელექტროენერგიის გენერაციისა და ტრანსპორტირების გაუმჯობესება და ენერგიის დანაკარგების შემცირება. თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ენერგეტიკის სტრატეგიული განვითარების გეგმა, მხოლოდ ნაწილობრივი ოპტიმიზმის იმედს სახავს, რადგანაც მასში მხოლოდ ელექტროენეგეტიკასა და გაზის ქვესექტორებზეა საუბარი და ზედაპირულადაა ნახსენები განახლებადი ენერგორესურსების პოტენციალი. შესაბამისად, აღნიშნული სტრატეგია საკმაოდ შორს დგას მდგარდი განვითარების სტრატეგიისაგან. 


პრივატიზაცია და გარემოსდაცვა “საქართველოს ტყეების პრივატიზაცია – ნაბიჯი გაურკვევლობისა თუ საბაზრო ეკონომიკისკენ”

პრივატიზაცია და გარემოსდაცვა "საქართველოს ტყეების პრივატიზაცია – ნაბიჯი გაურკვევლობისა თუ საბაზრო ეკონომიკისკენ"  დღეს საქართველოში მრავალ საინტერესო პროცესს აქვს ადგილი როგორც სახელმწიფოს მშენებლობის, ასევე ეკონომიკის განვითარების კუთხით. თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მიუხედავად მომრავლებული ე.წ. რეფორმებისა სხვადასხვა სექტორში და განსაკუთრებით გარემოს დაცვაში, არ არსებობს ერთიანი კონცეფცია, თუ როგორ უნდა გადავლახოთ არსებული პრობლემები. თუ დავეყრდნობით ოფიციალურ განცხადებებს, საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში გაერთიანებაა. თუმცა, …

saqart_tyeebis_privatizacia,jpgპრივატიზაცია და გარემოსდაცვა "საქართველოს ტყეების პრივატიზაცია - ნაბიჯი გაურკვევლობისა თუ საბაზრო ეკონომიკისკენ" 

დღეს საქართველოში მრავალ საინტერესო პროცესს აქვს ადგილი როგორც სახელმწიფოს მშენებლობის, ასევე ეკონომიკის განვითარების კუთხით. თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მიუხედავად მომრავლებული ე.წ. რეფორმებისა სხვადასხვა სექტორში და განსაკუთრებით გარემოს დაცვაში, არ არსებობს ერთიანი კონცეფცია, თუ როგორ უნდა გადავლახოთ არსებული პრობლემები. თუ დავეყრდნობით ოფიციალურ განცხადებებს, საქართველოს მთავარი მიზანი ევროკავშირში გაერთიანებაა. თუმცა, რეფორმების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით გარემოს დაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, მნიშვნელოვანწილად აფერხებს ქვეყნის სვლას ევროკავშირთან ჰარმონიზაციის გზით. სახელმწიფო გარემოს დაცვაში მიმდინარე რეფორმებით ცდილობს საერთოდ ჩამოიცილოს კონტროლის ფუნქცია და მიაჩნია, რომ კერძო სექტორი ამას უკეთესად შესძლებს. სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს ღებულობენ გადაწყვეტილებებს არ გააჩნიათ თანამედროვე ეკონომიკური განათლება, რომ არაფერი არ ვთქვათ გარემოსდაცვით განათლებაზე. წარმოებული რეფორმები წარმოადგენენ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფუნდამენტალური იდეების ხორცშესხმას, თუმცა ხანდახან ეს იმდენად სწორხაზოვნად ხდება, რომ თვით ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების უდიდეს გაკვირვებას და აღშფოთებასაც კი იწვევს.


ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება საქართველოში არალეგალური ჭრის აღკვეთისათვის

ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება საქართველოში არალეგალური ჭრის აღკვეთისათვის

LEAFLETადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება საქართველოში არალეგალური ჭრის აღკვეთისათვის


ბთჯ მილსადენის კომპანიის სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები/საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები

ბთჯ მილსადენის კომპანიის სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები/საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები დოკუმენტში წარმოდგენილია ინფორმაცია, რომელიც ნავთობსადენის პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობას ნათელ წარმოდგენას შეუქმნის იმის შესახებ, თუ რა გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებები აქვთ ბთჯ მილსადენის კომპანიასა და მის კონტრაქტორებს და როგორ უნდა იმოქმედოს და დაიცვას მოქალაქემ თავისი უფლებები სხვადასხვა პრობლემური საკითხის წარმოქმნისას. დოკუმენტში განხილულია ბთჯ ნავთობსადენის პროექტის განმახორციელებელი …

guide_2005ბთჯ მილსადენის კომპანიის სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებები/საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები

დოკუმენტში წარმოდგენილია ინფორმაცია, რომელიც ნავთობსადენის პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობას ნათელ წარმოდგენას შეუქმნის იმის შესახებ, თუ რა გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებები აქვთ ბთჯ მილსადენის კომპანიასა და მის კონტრაქტორებს და როგორ უნდა იმოქმედოს და დაიცვას მოქალაქემ თავისი უფლებები სხვადასხვა პრობლემური საკითხის წარმოქმნისას. დოკუმენტში განხილულია ბთჯ ნავთობსადენის პროექტის განმახორციელებელი კომპანიების/ორგანიზაციების მიერ დადგენილი საჩივრების წარდგენისა და სადავო საკითხების მოგვარების მექანიზმები (პროცედურები, საშუალებები). მოსახლეობის 
მიერ აღნიშნული მექანიზმების უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით, ასევე წარმოდგენილია ჩვენი რჩევები.