ნავთობსადენი, საქართვლოს მთავრობა და მოტყუებული დგვარელები სოფლის არსებობის კატასტროფული დასასრული

borjomi_crack

15 მარტს ბორჯომის რაიონის სოფელ დგვარში ამ გაზაფხულზე უკვე მესამე სახლი დაინგრა და სამი წვრილშვილიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა სოფელში არსებული სახლების უმრავლესობა ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობის სიცოცხლე ყოველდღიური საფრთხის ქვეშაა. მეწყრული მოვლენების გააქტიურების გამო, უახლოეს პერიოდში შესაძლოა, ასკომლიანი სოფელი მიწის ქვეშ, ან უკეთეს შემთხვევაში, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს.  …

»»»

“ხუდონის ჰიდროელექტროსადგური – ნაბიჯი ენერგოუსაფრთხოებისაკენ თუ პირიქით?!”

Khudoni

2006 წლის 14 მარტს, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამკვირვებელთა ქსელის ინიციატივით შედგება მრგვალი მაგიდა – "ხუდონის ჰიდროელექტროსადგური – ნაბიჯი ენერგოუსაფრთხოებისაკენ თუ პირიქით?!" მრგვალი მაგიდა გაიმართება მდინარეებისა და სიცოცხლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში (International Day of Action Against Dams and for Rivers, Water and Life!). ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” შეხვედრაზე წარმოადგენს ინფორმაციას ხუდონის …

»»»

სატყეო რეფორმის კონცეფციის განხილვა

baneri_GA

2006 წლის 7 მარტს, ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ინიციატივით, შედგება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სატყეო რეფორმის კონცეფციის განხილვა. შეხვედრაზე განხილული იქნება აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი ნაკლოვანებები, შესაძლო უარყოფითი შედეგები და რეკომენდაციები გასაუმჯობესებლად.  შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლოა შემუშავდეს ერთობლივი მიმართვა საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი.  შეხვედრა გაიმართება დიუმას …

»»»