როგორ ვებრძოლოთ ტყის უკანონო ჭრას

როგორ ვებრძოლოთ ტყის უკანონო ჭრას  ჩვენს ქვეყანაში ტყის უკანონო ჭრის მთავარი მიზეზებია უდიდესი მოთხოვნილება საშეშე და სამასალე მერქანზე, ცუდი კანონმდებლობა, კანონის აღსრულების ხარვეზები და კორუფცის მაღალი დონე; ხოლო ხელშემწყობი ფაქტორია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბე და სამუშაო ადგილების არარსებობა. ამ ფაქტორებმა ხე-ტყის ბიზნესი ერთეულებისათვის ზემოგების მომტან, ნახევრად ლეგალურ საქმიანობად აქცია, რომელიც ტყის ეკოსისტემებს განადგურებას უქადის. თუ რა უარყოფითი …

tyis_ukanono_chra_leafletროგორ ვებრძოლოთ ტყის უკანონო ჭრას 

ჩვენს ქვეყანაში ტყის უკანონო ჭრის მთავარი მიზეზებია უდიდესი მოთხოვნილება საშეშე და სამასალე მერქანზე, ცუდი კანონმდებლობა, კანონის აღსრულების ხარვეზები და კორუფცის მაღალი დონე; ხოლო
ხელშემწყობი ფაქტორია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბე და სამუშაო ადგილების არარსებობა. ამ
ფაქტორებმა ხე-ტყის ბიზნესი ერთეულებისათვის ზემოგების მომტან, ნახევრად ლეგალურ საქმიანობად აქცია,
რომელიც ტყის ეკოსისტემებს განადგურებას უქადის. თუ რა უარყოფითი შედეგები მოსდევს ამას, ყველასათვის ცნობილია: კლიმატის ცვლილება, გადაშენების პირას მისული ცხოველთა სახეობები, გახშირებული წყალდიდობები, ღვარცოფები, მეწყერები და სხვა სტიქიური მოვლენები, ღარიბი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება რესურსის ამოწურვისა და საბინადრო პირობების გაუარესების გამო, ეკოლოგიური მიგრანტების (სტიქიური უბედურებების გამო იძულებით გადაადგილებულთა) დიდი არმიის გაჩენა.


საქართველოს სატყეო სექტორის პრობლემები: უკანონო ქმედებები და კანონთა შორის კოლიზიები

საქართველოს სატყეო სექტორის პრობლემები: უკანონო ქმედებები და კანონთა შორის კოლიზიები ერთ-ერთი კორუმპირებული დარგი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იყო სატყეო სექტორი და ამ დარგის კორუმპირებულობა არა მარტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის წარმოადგენდა ზოგად საფრთხეს, არამედ ყოველთვის კონკრეტულ საშიშროებას უქმნიდა გარემოს და მომავალი თაობების ინტერესებს. ჩვენი ქვეყნის უახლესმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ კორუფციასთან მარტო დეკლარირებული ბრძოლა არანაირ შედეგს არ იძლევა. აღნიშნულს თითქოს დღევანდელი ხელისუფლებაც იზიარებს და აღიარებს, …

satyeo_seqtoris_problemebiსაქართველოს სატყეო სექტორის პრობლემები: უკანონო ქმედებები და კანონთა შორის კოლიზიები

ერთ-ერთი კორუმპირებული დარგი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იყო სატყეო სექტორი და ამ დარგის კორუმპირებულობა არა მარტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის წარმოადგენდა ზოგად საფრთხეს, არამედ ყოველთვის კონკრეტულ საშიშროებას უქმნიდა გარემოს და მომავალი თაობების ინტერესებს. ჩვენი ქვეყნის უახლესმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ კორუფციასთან მარტო დეკლარირებული ბრძოლა არანაირ შედეგს არ იძლევა. აღნიშნულს თითქოს დღევანდელი ხელისუფლებაც იზიარებს და აღიარებს, რომ ”მმართველობის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება შეუძლებელია სახელმწიფო სექტორში კორუფციის შემცირების გარეშე, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხელისუფლების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა და შესაბამისი სოციალური გარანტიების მქონე, ძლიერი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება”. სამწუხაროდ, რეალობა ტრადიციულად განსხვავდება სხვადასხვა დოკუმენტებში ხატოვნად აღწერილი გეგმებისაგან და კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში გაიგივებულია მხოლოდ რეპრესიულ ზომებთან (მაგ. კორუმპირებული ჩინოვნიკების სამსახურიდან დათხოვნა და/ან პასუხისგებაში მიცემა) და სახელმწიფო უწყებების დაუსრულებელ სტრუქტურულ ცვლილებებთან, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო “ხელისუფლების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდასთან”.