დაიცავი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები

დაიცავი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები კონვენცია საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნითა და ფლორით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ (CITES), ანუ ვაშინგტონის კონვენცია მიღებულია 1973 წელს. მის მიზანს წარმოადგენს ველური ფაუნისა და ფლორის უკანონო მოპოვებისა და მათი არალეგაური ვაჭრობის წინაღმდეგ ბრძოლა, ექსპორტ-იმპორტისა და საერთაშორისო ვაჭრობის ეფექტური კონტროლის გზით. ამ კონვენციას საქართველო 1996 წელს მიუერთდა. 1996 წელს CITES-ის სამდივნომ და მსოფლიო საბაჟო …

saxeobebiდაიცავი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები

კონვენცია საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნითა და ფლორით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ (CITES), ანუ ვაშინგტონის კონვენცია მიღებულია 1973 წელს. მის მიზანს წარმოადგენს ველური ფაუნისა და ფლორის უკანონო მოპოვებისა და მათი არალეგაური ვაჭრობის წინაღმდეგ ბრძოლა, ექსპორტ-იმპორტისა და საერთაშორისო ვაჭრობის ეფექტური კონტროლის გზით. ამ კონვენციას საქართველო 1996 წელს მიუერთდა. 1996 წელს CITES-ის სამდივნომ და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითაც აღიარეს საბაჟო სამსახურების უმნიშვნელოვანესი როლი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობების არალეგალური ვაჭრობის აღკვეთისა და ამ გზით მათი დაცვის საქმეში. 


როგორ უნდა აღმოვაჩინოთ დარღვევა მცენარეული რესურსების ტრანსპორტირებისას

როგორ უნდა აღმოვაჩინოთ დარღვევა მცენარეული რესურსების ტრანსპორტირებისას  ხე-ტყისა ტრანსპორტირებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს ისეთი სახის დარღვევებს, როგორიცაა: ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში მერქნიანი სახეობის არასწორად მითითება, მცირე რაოდენობის ჩვენება, ასევე შეუსაბამობა მერქნის მოცულობასა (კუბატურა) და მის წონას შორის. საქართველოდან ძირითადი საექსპორტო მერქნიანი სახეობაა წიფელი, ასევე წიწვოვნები – ნაძვი, სოჭი და ფიჭვი. შესაძლოა, გადამზიდავის მიერ წარდგენილ საბუთებში მითითებული იყოს ჭრაში დაშვებული მერქნიანი სახეობა, ხოლო მასთან …

mcenareebiროგორ უნდა აღმოვაჩინოთ დარღვევა მცენარეული რესურსების ტრანსპორტირებისას 

ხე-ტყისა ტრანსპორტირებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს ისეთი სახის დარღვევებს, როგორიცაა: ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში მერქნიანი სახეობის არასწორად მითითება, მცირე რაოდენობის ჩვენება, ასევე შეუსაბამობა მერქნის მოცულობასა (კუბატურა) და მის წონას შორის. საქართველოდან ძირითადი საექსპორტო მერქნიანი სახეობაა წიფელი, ასევე წიწვოვნები - ნაძვი, სოჭი და ფიჭვი.
შესაძლოა, გადამზიდავის მიერ წარდგენილ საბუთებში მითითებული იყოს ჭრაში დაშვებული მერქნიანი სახეობა, ხოლო მასთან ერთად ფარულად გადაზიდულ იქნას ძვირფასი სახეობები: უთხოვარი, წაბლი, კაკალი, მუხა.


საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეთა სახეობებით ვაჭრობა საქართველოში

საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეთა სახეობებით ვაჭრობა საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეული სახეობების უკანონო მოპოვება და ვაჭრობა იყო და რჩება სერიოზულ პრობლემად საქართველოში. ხე-ტყის უკანონო ბიზნესი თანდათან უფრო და უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკოსისტემებს. წლების განმავლობაში რჩება მოსაგვარებელი ისეთი პრობლემები, როგორიცაა სამკურნალო მცენარეებით ვაჭრობა, ცალკე პრობლემად შეიძლება გამოიყოს საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნითა და ფლორით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ, ანუ …

publikacia_mcenareebzeსაფრთხის წინაშე მყოფი მცენარეთა სახეობებით ვაჭრობა საქართველოში

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეული სახეობების უკანონო მოპოვება და ვაჭრობა იყო და რჩება სერიოზულ პრობლემად საქართველოში. ხე-ტყის უკანონო ბიზნესი თანდათან უფრო და უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკოსისტემებს. წლების განმავლობაში რჩება მოსაგვარებელი ისეთი პრობლემები, როგორიცაა სამკურნალო მცენარეებით ვაჭრობა, ცალკე პრობლემად შეიძლება გამოიყოს საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნითა და ფლორით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ, ანუ ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობებით არალეგალური ვაჭრობის ფაქტები. აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზები კი კანონმდებლობის ხარვეზები და კანონის აღსრულების მექანიზმების სისუსტეა.