მწვანე ალტერნატივა ჭიათურმანგანუმის საპრივატიზებო ხელშეკრულების ასლს ითხოვს

ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის და  სს ჭიათურმანგანუმის აქტივების გაყიდვის მიზნით, 2006 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ჩატარდა აუქციონი. აუქციონში გაიმარჯვა მისმა ერთადერთმა მონაწილემ Georgian Manganese Holding Limited-მა. აუქციონის პირობების თანახმად, აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება აქტივების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ვადის გასვლისთანავე …

»»»

მწვანე ალტერნატივა ითხოვს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას

მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი 2006 წლის 12 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილისა და 26-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად ცნობა. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია …

»»»