ხუდონჰესის მშენებლობა – ენერგოკრიზისით გამოწვეული აუცილებლობა?!

ხუდონჰესის მშენებლობა – ენერგოკრიზისით გამოწვეული აუცილებლობა?!  უკანასკნელ ათწლეულებში მსოფლიოში მილიონობით ადამიანს დაემუქრა თავისი საცხოვრებელი გარემოს, კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების დაკარგვა დიდი კაშხლების მშენებლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტების განხორციელებას, თითქოს და ეკონომიკური განვითარებისათვის უნდა შეეწყო ხელი, სინამდვილეში ადგილი ჰქონდა სიღარიბის, გარემოს დეგრადაციისა და ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევების ზრდას. დაახლოებით 40-დან 80-მდე მილიონი ადამიანი იქნა გადასახლებული თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან დიდი …

KHUDONI_-Georgiaხუდონჰესის მშენებლობა - ენერგოკრიზისით გამოწვეული აუცილებლობა?! 

უკანასკნელ ათწლეულებში მსოფლიოში მილიონობით ადამიანს დაემუქრა თავისი საცხოვრებელი გარემოს, კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების დაკარგვა დიდი კაშხლების მშენებლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტების განხორციელებას, თითქოს და ეკონომიკური განვითარებისათვის უნდა შეეწყო ხელი, სინამდვილეში ადგილი ჰქონდა სიღარიბის, გარემოს დეგრადაციისა და ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევების ზრდას. დაახლოებით 40-დან 80-მდე მილიონი ადამიანი იქნა გადასახლებული თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან დიდი კაშხლების მშენებლობის შედეგად. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ადამიანები მიტოვებულნი იყვნენ ყოველნაირი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების გარეშე. 


გარემოსდაცვითი მმართველობა საქართველოში და ევროკავშირის როლი მის გაძლიერებაში

გარემოსდაცვითი მმართველობა საქართველოში და ევროკავშირის როლი მის გაძლიერებაში   მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ კარგი გარემოსდაცვითი მმართველობის ხელშეწყობაა განსაზღვრული. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვითი მმართველობის გასაუმჯობესებლად უპირველეს ყოვლისა აუცილებელია გარკვეული პერიოდულობით (მაგალითად, ორ-სამ წელიწადში ერთხელ) გაიზომოს/შეფასდეს ქვეყნის გარემოსდაცვით მმართველობაში არსებული მდგომარეობა და პროგრესი დასახული მიზნების მიღწევისადმი. ამასთან, ვინაიდან ქვეყანაში არსებობს განსხვავებული აზრი, მაგალითად, იმასთან …

environmental_Governanceგარემოსდაცვითი მმართველობა საქართველოში და ევროკავშირის როლი მის გაძლიერებაში  

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ კარგი გარემოსდაცვითი მმართველობის ხელშეწყობაა განსაზღვრული. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსდაცვითი მმართველობის გასაუმჯობესებლად უპირველეს ყოვლისა აუცილებელია გარკვეული პერიოდულობით (მაგალითად, ორ-სამ წელიწადში ერთხელ) გაიზომოს/შეფასდეს ქვეყნის გარემოსდაცვით მმართველობაში არსებული მდგომარეობა და პროგრესი დასახული მიზნების მიღწევისადმი. ამასთან, ვინაიდან ქვეყანაში არსებობს განსხვავებული აზრი, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ჰარმონიზებული ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, მეტად სასურველია, რომ აღნიშნული შეფასებები ჩაატაროს დამოუკიდებელმა მხარემ, მაგალითად, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტომ.


დაიცავი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები

დაიცავი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები კონვენცია საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნითა და ფლორით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ (CITES), ანუ ვაშინგტონის კონვენცია მიღებულია 1973 წელს. მის მიზანს წარმოადგენს ველური ფაუნისა და ფლორის უკანონო მოპოვებისა და მათი არალეგაური ვაჭრობის წინაღმდეგ ბრძოლა, ექსპორტ-იმპორტისა და საერთაშორისო ვაჭრობის ეფექტური კონტროლის გზით. ამ კონვენციას საქართველო 1996 წელს მიუერთდა. 1996 წელს CITES-ის სამდივნომ და მსოფლიო საბაჟო …

saxeobebiდაიცავი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები

კონვენცია საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნითა და ფლორით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ (CITES), ანუ ვაშინგტონის კონვენცია მიღებულია 1973 წელს. მის მიზანს წარმოადგენს ველური ფაუნისა და ფლორის უკანონო მოპოვებისა და მათი არალეგაური ვაჭრობის წინაღმდეგ ბრძოლა, ექსპორტ-იმპორტისა და საერთაშორისო ვაჭრობის ეფექტური კონტროლის გზით. ამ კონვენციას საქართველო 1996 წელს მიუერთდა. 1996 წელს CITES-ის სამდივნომ და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითაც აღიარეს საბაჟო სამსახურების უმნიშვნელოვანესი როლი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობების არალეგალური ვაჭრობის აღკვეთისა და ამ გზით მათი დაცვის საქმეში. 


როგორ უნდა აღმოვაჩინოთ დარღვევა მცენარეული რესურსების ტრანსპორტირებისას

როგორ უნდა აღმოვაჩინოთ დარღვევა მცენარეული რესურსების ტრანსპორტირებისას  ხე-ტყისა ტრანსპორტირებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს ისეთი სახის დარღვევებს, როგორიცაა: ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში მერქნიანი სახეობის არასწორად მითითება, მცირე რაოდენობის ჩვენება, ასევე შეუსაბამობა მერქნის მოცულობასა (კუბატურა) და მის წონას შორის. საქართველოდან ძირითადი საექსპორტო მერქნიანი სახეობაა წიფელი, ასევე წიწვოვნები – ნაძვი, სოჭი და ფიჭვი. შესაძლოა, გადამზიდავის მიერ წარდგენილ საბუთებში მითითებული იყოს ჭრაში დაშვებული მერქნიანი სახეობა, ხოლო მასთან …

mcenareebiროგორ უნდა აღმოვაჩინოთ დარღვევა მცენარეული რესურსების ტრანსპორტირებისას 

ხე-ტყისა ტრანსპორტირებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს ისეთი სახის დარღვევებს, როგორიცაა: ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში მერქნიანი სახეობის არასწორად მითითება, მცირე რაოდენობის ჩვენება, ასევე შეუსაბამობა მერქნის მოცულობასა (კუბატურა) და მის წონას შორის. საქართველოდან ძირითადი საექსპორტო მერქნიანი სახეობაა წიფელი, ასევე წიწვოვნები - ნაძვი, სოჭი და ფიჭვი.
შესაძლოა, გადამზიდავის მიერ წარდგენილ საბუთებში მითითებული იყოს ჭრაში დაშვებული მერქნიანი სახეობა, ხოლო მასთან ერთად ფარულად გადაზიდულ იქნას ძვირფასი სახეობები: უთხოვარი, წაბლი, კაკალი, მუხა.


საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეთა სახეობებით ვაჭრობა საქართველოში

საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეთა სახეობებით ვაჭრობა საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეული სახეობების უკანონო მოპოვება და ვაჭრობა იყო და რჩება სერიოზულ პრობლემად საქართველოში. ხე-ტყის უკანონო ბიზნესი თანდათან უფრო და უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკოსისტემებს. წლების განმავლობაში რჩება მოსაგვარებელი ისეთი პრობლემები, როგორიცაა სამკურნალო მცენარეებით ვაჭრობა, ცალკე პრობლემად შეიძლება გამოიყოს საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნითა და ფლორით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ, ანუ …

publikacia_mcenareebzeსაფრთხის წინაშე მყოფი მცენარეთა სახეობებით ვაჭრობა საქართველოში

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეული სახეობების უკანონო მოპოვება და ვაჭრობა იყო და რჩება სერიოზულ პრობლემად საქართველოში. ხე-ტყის უკანონო ბიზნესი თანდათან უფრო და უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკოსისტემებს. წლების განმავლობაში რჩება მოსაგვარებელი ისეთი პრობლემები, როგორიცაა სამკურნალო მცენარეებით ვაჭრობა, ცალკე პრობლემად შეიძლება გამოიყოს საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნითა და ფლორით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ, ანუ ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობებით არალეგალური ვაჭრობის ფაქტები. აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზები კი კანონმდებლობის ხარვეზები და კანონის აღსრულების მექანიზმების სისუსტეა.


თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემა

თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემა ნარჩენების მართვის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია მსოფლიოში. განვითარებულ ქვეყნებში ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან დაიწყო ნარჩენების მართვის მდგრადი მეთოდების დანერგვა, რომლებიც, პირველ რიგში, ნარჩენების რაოდენობის შემცირებაზეა ორიენტირებული და ასევე, ნარჩენების უსაფრთხო მართვას გულისხმობს. ამ მხრივ, საქართველო ამ სფეროს განვითარების მხოლოდ ადრეულ სტადიაზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ნარჩენების თემა საქართველოშიც აქტუალური გახდა, არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, …

narchenebiთბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემა

ნარჩენების მართვის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია მსოფლიოში. განვითარებულ ქვეყნებში ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან დაიწყო ნარჩენების მართვის მდგრადი მეთოდების დანერგვა, რომლებიც, პირველ რიგში, ნარჩენების რაოდენობის შემცირებაზეა ორიენტირებული და ასევე, ნარჩენების უსაფრთხო მართვას გულისხმობს. ამ მხრივ, საქართველო ამ სფეროს განვითარების მხოლოდ ადრეულ სტადიაზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ნარჩენების თემა საქართველოშიც აქტუალური გახდა, არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც ჯერ კიდევ გადაჭრას საჭიროებს.


როგორ ვებრძოლოთ ტყის უკანონო ჭრას

როგორ ვებრძოლოთ ტყის უკანონო ჭრას  ჩვენს ქვეყანაში ტყის უკანონო ჭრის მთავარი მიზეზებია უდიდესი მოთხოვნილება საშეშე და სამასალე მერქანზე, ცუდი კანონმდებლობა, კანონის აღსრულების ხარვეზები და კორუფცის მაღალი დონე; ხოლო ხელშემწყობი ფაქტორია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბე და სამუშაო ადგილების არარსებობა. ამ ფაქტორებმა ხე-ტყის ბიზნესი ერთეულებისათვის ზემოგების მომტან, ნახევრად ლეგალურ საქმიანობად აქცია, რომელიც ტყის ეკოსისტემებს განადგურებას უქადის. თუ რა უარყოფითი …

tyis_ukanono_chra_leafletროგორ ვებრძოლოთ ტყის უკანონო ჭრას 

ჩვენს ქვეყანაში ტყის უკანონო ჭრის მთავარი მიზეზებია უდიდესი მოთხოვნილება საშეშე და სამასალე მერქანზე, ცუდი კანონმდებლობა, კანონის აღსრულების ხარვეზები და კორუფცის მაღალი დონე; ხოლო
ხელშემწყობი ფაქტორია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბე და სამუშაო ადგილების არარსებობა. ამ
ფაქტორებმა ხე-ტყის ბიზნესი ერთეულებისათვის ზემოგების მომტან, ნახევრად ლეგალურ საქმიანობად აქცია,
რომელიც ტყის ეკოსისტემებს განადგურებას უქადის. თუ რა უარყოფითი შედეგები მოსდევს ამას, ყველასათვის ცნობილია: კლიმატის ცვლილება, გადაშენების პირას მისული ცხოველთა სახეობები, გახშირებული წყალდიდობები, ღვარცოფები, მეწყერები და სხვა სტიქიური მოვლენები, ღარიბი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება რესურსის ამოწურვისა და საბინადრო პირობების გაუარესების გამო, ეკოლოგიური მიგრანტების (სტიქიური უბედურებების გამო იძულებით გადაადგილებულთა) დიდი არმიის გაჩენა.


საქართველოს სატყეო სექტორის პრობლემები: უკანონო ქმედებები და კანონთა შორის კოლიზიები

საქართველოს სატყეო სექტორის პრობლემები: უკანონო ქმედებები და კანონთა შორის კოლიზიები ერთ-ერთი კორუმპირებული დარგი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იყო სატყეო სექტორი და ამ დარგის კორუმპირებულობა არა მარტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის წარმოადგენდა ზოგად საფრთხეს, არამედ ყოველთვის კონკრეტულ საშიშროებას უქმნიდა გარემოს და მომავალი თაობების ინტერესებს. ჩვენი ქვეყნის უახლესმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ კორუფციასთან მარტო დეკლარირებული ბრძოლა არანაირ შედეგს არ იძლევა. აღნიშნულს თითქოს დღევანდელი ხელისუფლებაც იზიარებს და აღიარებს, …

satyeo_seqtoris_problemebiსაქართველოს სატყეო სექტორის პრობლემები: უკანონო ქმედებები და კანონთა შორის კოლიზიები

ერთ-ერთი კორუმპირებული დარგი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იყო სატყეო სექტორი და ამ დარგის კორუმპირებულობა არა მარტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის წარმოადგენდა ზოგად საფრთხეს, არამედ ყოველთვის კონკრეტულ საშიშროებას უქმნიდა გარემოს და მომავალი თაობების ინტერესებს. ჩვენი ქვეყნის უახლესმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ კორუფციასთან მარტო დეკლარირებული ბრძოლა არანაირ შედეგს არ იძლევა. აღნიშნულს თითქოს დღევანდელი ხელისუფლებაც იზიარებს და აღიარებს, რომ ”მმართველობის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება შეუძლებელია სახელმწიფო სექტორში კორუფციის შემცირების გარეშე, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხელისუფლების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა და შესაბამისი სოციალური გარანტიების მქონე, ძლიერი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება”. სამწუხაროდ, რეალობა ტრადიციულად განსხვავდება სხვადასხვა დოკუმენტებში ხატოვნად აღწერილი გეგმებისაგან და კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში გაიგივებულია მხოლოდ რეპრესიულ ზომებთან (მაგ. კორუმპირებული ჩინოვნიკების სამსახურიდან დათხოვნა და/ან პასუხისგებაში მიცემა) და სახელმწიფო უწყებების დაუსრულებელ სტრუქტურულ ცვლილებებთან, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო “ხელისუფლების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდასთან”.


ტყის უკანონო ჭრასთან ბრძოლისა და მონიტორინგის მეთოდები

ტყის უკანონო ჭრასთან ბრძოლისა და მონიტორინგის მეთოდები – სახელმძღვანელო საქართველოს მოქალაქეებისათვის სატყეო სფერო ძალზე რთულია. დაუხვეწავი და წინააღმდეგობრივი კანონმდებლობა, კორუფციის მაღალი დონე, რომელშიც ტრადიციულად ჩაბმულნი არიან ერთდროულად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების  წარმომადგენლები (როგორც მაღალი რანგის, ისე რიგითი მოხელეები), ბუნდოვანი, არაერთმნიშვნელოვანი წესები და ნორმები, არაზუსტი დოკუმენტური მასალა – ეს იმ ფაქტორების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ართულებენ სატყეო სფეროში დარღვევების აღმოჩენასა და მონიტორინგს. აქვე უნდა …

tysi_ukanono_chrastan_brdzoტყის უკანონო ჭრასთან ბრძოლისა და მონიტორინგის მეთოდები - სახელმძღვანელო საქართველოს მოქალაქეებისათვის

სატყეო სფერო ძალზე რთულია. დაუხვეწავი და წინააღმდეგობრივი კანონმდებლობა, კორუფციის მაღალი დონე, რომელშიც ტრადიციულად ჩაბმულნი არიან ერთდროულად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების 
წარმომადგენლები (როგორც მაღალი რანგის, ისე რიგითი მოხელეები), ბუნდოვანი, არაერთმნიშვნელოვანი წესები და ნორმები, არაზუსტი დოკუმენტური მასალა - ეს იმ ფაქტორების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ართულებენ სატყეო სფეროში დარღვევების აღმოჩენასა და მონიტორინგს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სატყეო სფერო მეცნიერების რთული და კომპლექსური დარგია და მასში გარკვევა სათანადო განათლებას საჭიროებს. ტყე ცოცხალი ორგანიზმია და მხოლოდ თეორიული განათლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი გაერკვეს, ერთის მხრივ, 
ტყის ეკოსისტემებში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებში, მეორეს მხრივ კი, შესაძლო დარღვევებში, რომლებიც ხდება სატყეო მეუნეობის მართვისა თუ ტყის პროდუქტებით ვაჭრობისას.

 


საქართველოს სატყეო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და რეკომენდაციები

საქართველოს სატყეო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და რეკომენდაციები იმისათვის, რომ სატყეო რეფორმა წარმატებით განხორციელდეს, სატყეო სექტორის განვითარების გეგმებში განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშონ ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა. სხვანაირად არც შეიძლება. საქართველოს მთელ რიგ რაიონებში, სატყეო სექტორი ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს განუყოფელი ნაწილია. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველი  ერთეულების ექსკლუზიური ინტერესები ტყის რესურსებთან მიმართებაში გარკვეულ წილად კანონმდებლობითაც არის გარანტირებული.

satyeo_seqtoris_maregulirebსაქართველოს სატყეო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი და რეკომენდაციები

იმისათვის, რომ სატყეო რეფორმა წარმატებით განხორციელდეს, სატყეო სექტორის განვითარების გეგმებში განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშონ ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა. სხვანაირად არც შეიძლება. საქართველოს მთელ რიგ რაიონებში, სატყეო სექტორი ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს განუყოფელი ნაწილია. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველი 
ერთეულების ექსკლუზიური ინტერესები ტყის რესურსებთან მიმართებაში გარკვეულ წილად კანონმდებლობითაც არის გარანტირებული.