ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს სატყეო სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ

IMG_0447

ბატონო პრეზიდენტო,  მოგმართავთ იმ საგანგაშო ვითარების გამო, რომელიც შექმნილია საქართველოს სატყეო სექტორში.  ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ბუნებრივი ტყეების მდგომარეობა სავალალო გახდა. სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, აჭარის, კახეთის მრავალ ადგილას ტყე გადაშენების პირასაა მისული და მისმა დეგრადაციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.  ყოველივე ამას საფუძვლად უდევს ტყეების არასწორი მართვა, გადაჭარბებული, ხშირ შემთხვევაში, უკანონო ექსპლუატაცია, არაპროფესიონალური კადრების სიჭარბე …

»»»

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის “საქართველოს სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია” თაობაზე

baneri_GA

დანართი 1 დანართი 2 საერთო შეფასება:  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტით “საქართველოს სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია” შეუძლებელია “ სატყეო სექტორის მართვის სისტემაში ქმედითი ღონისძიებების განხორციელება” .  ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩვენს შენიშვნებსა და წინადადებებს და მოვითხოვთ, რომ მოხდეს განსახილველი დოკუმენტის სასწრაფო და სერიოზულ გადამუშავება, ნორმალური საჯარო განხილვის პროცესის წარმართვა და დოკუმენტისათვის ნორმატიული აქტის …

»»»