სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა ანუ “პრივატიზება ქართულად

სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა ანუ "პრივატიზება ქართულად სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი, რომელიც საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს და მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ გაიარა, მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესის შედეგია. მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას მოაქვს როგორც ფინანსური, ასევე პრაქტიკული სარგებელი. პრივატიზების მიზანია, ხელი შეუწყოს კერძო კაპიტალის ინვესტირებას ხშირად მძიმე ფინანსურ და ფიზიკურ მდგომარეობაში არსებულ ობიექტებში. როგორც წესი, სწორედ წარმართულ პროცესს მოაქვს …

Privatizebaსახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა ანუ "პრივატიზება ქართულად

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი, რომელიც საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს და მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ გაიარა, მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესის შედეგია. მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას მოაქვს როგორც ფინანსური, ასევე პრაქტიკული სარგებელი. პრივატიზების მიზანია, ხელი შეუწყოს კერძო კაპიტალის ინვესტირებას ხშირად მძიმე ფინანსურ და ფიზიკურ მდგომარეობაში არსებულ ობიექტებში. როგორც წესი, სწორედ წარმართულ პროცესს მოაქვს უკეთესი და გაფართოებული სერვისი, გაზრდილი წარმადობა და ფინანსური ეფექტურობა. სამწუხაროდ, მრავალი ქვეყნის გამოცდილება პრივატიზაციაში მკვეთრად განსხვავდება ამ თეორიისაგან და ხშირად ხდება მასობრივი უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის მიზეზი. 

კვლევის მიზანია, წარმოაჩინოს, თუ რამდენად უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობას, დაინტერე­სებული საზოგადოების მონაწილეობასა და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებას სახელმწიფო ქონების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ასევე, კანონ­აღსრულების ნაკლოვანებების სადემონსტარაციოდ ანგარიშში აღწერილია სახელმწიფო ქონების პრივატიზების კონკრეტული შემთხვევები.


როგორ უნდა იმოქმედოთ, თუ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის შედეგად დაზარადლით

როგორ უნდა იმოქმედოთ, თუ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის შედეგად დაზარადლით - სამოქმედო სახელმძღვანელო როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდ განვითარების ინსტიტუტს, მსოფლიო ბანკს უზარმაზარი გავლენა აქვს მილიონობით ხალხის ცხოვრებაზე, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ცხოვრებაზე. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა მძიმე დაღი დაასვა ადგილობრივ საზოგადოებებს, კიდევ უფრო გააღარიბა მილიონობით ადამიანი, ზიანი მიაყენა გარემოს უამრავ მსესხებელ ქვეყნებში. ეს  განსაკუთრებით ხელშესახებია დიდი ინფრასტრუქტურული …

samoqmedo_saxelmzgvaneloროგორ უნდა იმოქმედოთ, თუ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის შედეგად დაზარადლითსამოქმედო სახელმძღვანელო

როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდ განვითარების ინსტიტუტს, მსოფლიო ბანკს უზარმაზარი გავლენა აქვს მილიონობით ხალხის ცხოვრებაზე, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ცხოვრებაზე. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა მძიმე დაღი დაასვა ადგილობრივ საზოგადოებებს, კიდევ უფრო გააღარიბა მილიონობით ადამიანი, ზიანი მიაყენა გარემოს უამრავ მსესხებელ ქვეყნებში. ეს 
განსაკუთრებით ხელშესახებია დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, დიდი კაშხლები, ნავთობსადენები, ჩქაროსნული გზები და ა.შ. თუმცა ე.წ. სტრუქტურული რეფორმირების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს სექტორის რეფორმირებას ასევე საკმაოდ პრობლემატურია, რადგანაც იწვევს საშტატო ერთეულების გაუქმებას, სკოლებისა და ბაღების, სავაადმყოფოების რიცხვის შემცირებას, გარემოს დეგრადაციას და სხვ. დღესაც მსოფლიო ბანკის კრედიტები საკმაოდ წინააღმდეგობრივი ხასიათიასაა. მაგალითად, მხოლოდ 2007 წელს მსოფლიო ბანკში რამოდენიმე სკანდალს ჰქონდა ადგილი, რომელიც დაკავშირებული იყო როგორც კორუფციასთან ბანკის შიგნით, ასევე იმ პრობლემებთან რომელიც ბანკის პროქტების გამო წარმოეშვა ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას.