შენიშვნები და კომენტარები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დოკუმენტზე საქართველოს სატყეო პოლიტიკა

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დოკუმენტზე საქართველოს სატყეო პოლიტიკა.  

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დოკუმენტზე საქართველოს სატყეო პოლიტიკა.

 


წყლის რესურსების მართვა და დაცვა საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები

წყლის რესურსების მართვა და დაცვა საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დღესდღეობით, წყლის მართვისა და დაცვის საკითხები საქართველოშიც ძალზე აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანად ითვლება, წყლის რესურსები არათანაბრად არის გადანაწილებული და უმეტესად დასავლეთშია თავმოყრილი. ამდენად, წყლის მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რესურსის სწორი გადანაწილება და რესურსით ღარიბი აღმოსავლეთ ნაწილის წყლით მომარაგება რჩება. გარდა ამისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ …

waret_leafletწყლის რესურსების მართვა და დაცვა საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები

ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დღესდღეობით, წყლის მართვისა და დაცვის საკითხები საქართველოშიც ძალზე აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანად ითვლება, წყლის რესურსები არათანაბრად არის გადანაწილებული და უმეტესად დასავლეთშია თავმოყრილი. ამდენად, წყლის მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რესურსის სწორი გადანაწილება და რესურსით ღარიბი აღმოსავლეთ ნაწილის წყლით მომარაგება რჩება. გარდა ამისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზედაპირული წყლების დაბინძურება, მათ შორის ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაც. 


წყლის რესურსების მართვა და დაცვა საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები

წყლის რესურსების მართვა და დაცვა საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები. საქართველო წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანად ითვლება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წყლის რესურსები არათანაბრად არის გადანაწილებული და უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია თავმოყრილი. ამდენად, წყლის მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად წყლის რესურსების სწორი გადანაწილება და რესურსით ღარიბი აღმოსავლეთ ნაწილის წყლით მომარაგება რჩება.

wylis_seqtoriწყლის რესურსების მართვა და დაცვა საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები.

საქართველო წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანად ითვლება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წყლის რესურსები არათანაბრად არის გადანაწილებული და უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია თავმოყრილი. ამდენად, წყლის მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად წყლის რესურსების სწორი გადანაწილება და რესურსით ღარიბი აღმოსავლეთ ნაწილის წყლით მომარაგება რჩება.

გარდა ამისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზედაპირული წყლების დაბინძურება, მათ შორის ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაც. დღესდღეობით საქართველოში წყლის მართვისა და დაცვის საკითხები გარემოსდაცვით სფეროში ერთ-ერთი პრიორიტეტულია. წყლის რესურსების სააუზო მართვაზე გადასვლის უზრუნველყოფა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2007 წლის პრიორიტეტებში შედის. გარდა ამისა, ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის საკითხები საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის ნაწილია. 

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს შორის ასევე მოხსენიებულია წყლის მართვასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ევროკავშირისაქართველოს სამოქმედო გეგმაში გარემოს დაცვის სფეროს პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა: წყლის ხარისხის სფეროში ჩარჩო კანონმდებლობისა და საბაზისო პროცედურების შემუშავება და დაგეგმვის უზრუნველყოფა, წყლის მართვის სფეროში ტრანსსასაზღვრო მიდგომის გაუმჯობესება, ისევე როგორც “ევროკავშირის წყლის ინიციატივის” შემადგენელ “აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის კომპონენტში” აქტიური მონაწილეობის მიღება.