ბიოსაწვავი: შედეგები და შესაძლებლობები

images

ბიოსაწვავი: შედეგები და შესაძლებლობები.  ბიო-საწვავი, სხვადასხვა სახის ბიო-მასიდან მიღებული ენერგია, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს მსოფლიოში. ბიო-საწვავს დღეს ნავთობზე მზარდ ფასებთან და კლიმატის გლობალურ დათბობასთან ბრძოლის, ასევე ენერგო-უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პერსპექტიულ საშუალებადაც განიხილავენ. Bბიო-საწვავის სამრეწველო წარმოებას და გამოყენებას გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და მას უკვე მტკიცე მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდა. ერთნი ამტკიცებენ, რომ …

ბიოსაწვავი: შედეგები და შესაძლებლობები

ბიო-საწვავი, სხვადასხვა სახის ბიო-მასიდან მიღებული ენერგია, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს მსოფლიოში. ბიო-საწვავს დღეს ნავთობზე მზარდ ფასებთან და კლიმატის გლობალურ დათბობასთან ბრძოლის, ასევე ენერგო-უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პერსპექტიულ საშუალებადაც განიხილავენ. Bბიო-საწვავის სამრეწველო წარმოებას და გამოყენებას გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და მას უკვე მტკიცე მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდა. ერთნი ამტკიცებენ, რომ ბიო-საწვავის წარმოების განვითარებით მილიონობით ადამიანისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება ე.წ. სუფთა ენერგია, მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში გაიზრდება შემოსავლები და შეიქმნება სამუშაო ადგილები. სხვათა აზრით კი, ბიო-საწვავის სამრეწველო წარმოება საფრთხის წინაშე დააყენებს ბიომრავალფეროვნებას და ხელს შეუწყობს გარემოს დეგრადაციას, რაც საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გააღარიბებს მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობას.


მდგრადი ენერგეტიკის განვითარების წინაპირობები საქართველოში

მდგრადი ენერგეტიკის განვითარების წინაპირობები საქართველოში საქართველოს ენერგო-სექტორის პოტენციალის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქვეყანას აქვს საკმაოდ დიდი რესურსები მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბებისთვის. საქართველოს გააჩნია ჰიდრო, ქარის, ბიომასის, გეოთერმული და მზის ენერგიის საკმაოდ დიდი რესურსები. მიუხედავად უკანასკნელ წლებში მიღწეული პროგრესისა, დღეისათვის ენერგოსექტორის მდგომარეობა კვლავაც არასტაბილურია. ეს განპირობებულია, არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზითა და ენერგეტიკული პოლიტიკით, რომლის გრძელვადიან მიზანსაც არ წარმოადგენს მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბება.

energetikaმდგრადი ენერგეტიკის განვითარების წინაპირობები საქართველოში

საქართველოს ენერგო-სექტორის პოტენციალის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქვეყანას აქვს საკმაოდ დიდი რესურსები მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბებისთვის. საქართველოს გააჩნია ჰიდრო, ქარის, ბიომასის, გეოთერმული და მზის ენერგიის საკმაოდ დიდი რესურსები. მიუხედავად უკანასკნელ წლებში მიღწეული პროგრესისა, დღეისათვის ენერგოსექტორის მდგომარეობა კვლავაც არასტაბილურია. ეს განპირობებულია, არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზითა და ენერგეტიკული პოლიტიკით, რომლის გრძელვადიან მიზანსაც არ წარმოადგენს მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბება.