მდგრადი ენერგეტიკის განვითარების წინაპირობები საქართველოში

ამჟამად საქართველოში არ არსებობს სტრატეგიული ხედვა ენერგოეფეტექურობის და განახლებადი  ენერგეტიკის განვითარებისათვის. პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “საქართველოს ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად იქნეს განვითარებული ალტერნატიული ენერგიის წყაროები”, თუმცა, იგივე დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ “ტრადიციული და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება თანაბარ პირობებში უნდა მოექცეს”, რაც პრინციპულად ზღუდავს განახლებადი ენერგეტიკის ფართოდ განვითარების შესაძლებლობებს და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირში არსებულ ალტერნატიული ენერგიის განვითარების პრაქტიკასა და პრინციპებს.  სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა ქვეყნის მთლიანი …

energy_leaflet1ამჟამად საქართველოში არ არსებობს სტრატეგიული ხედვა ენერგოეფეტექურობის და განახლებადი 
ენერგეტიკის განვითარებისათვის. პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “საქართველოს ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად იქნეს განვითარებული ალტერნატიული ენერგიის წყაროები”, თუმცა, იგივე დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ “ტრადიციული და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება თანაბარ პირობებში უნდა მოექცეს”, რაც პრინციპულად ზღუდავს განახლებადი ენერგეტიკის ფართოდ განვითარების შესაძლებლობებს და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირში არსებულ ალტერნატიული ენერგიის განვითარების პრაქტიკასა და პრინციპებს. 

სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა ქვეყნის მთლიანი ენერგოეფექტურობის შეფასება. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, საქართველოში ენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. აქვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კლება მოხდა ენერგიის მოხმარების შემცირების და არა ენერგოეფექტურობის ხარჯზე, ენერგოინტენსივობის მაჩვენებელები კი, როგორც სამრეწველო ისე საყოფაცხოვრებო სექტორში, საკმაოდ მაღალია.

მდგრადი ენერგეტიკის განვითარების წინაპირობები საქართველოში