შენიშვნები და კომენტარები თბილისის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები თბილისის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით.  წყალი ადამიანის არსებობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ყოველ ადამიანს უფლება აქვს მიიღოს საკმარისი ოდენობის, უსაფრთხო, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი წყალი, როგორც პირადი, ასევე საოჯახო მოხმარებისათვის. გარდა ამისა ნებისმიერ ინდივიდსა თუ ადამიანთა ჯგუფს უფლება აქვს, ფლობდეს როგორც სრულ და თანაბრად ხელმისაწვდომ ინფორმაციას წყლის სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომელიც ხელისუფლებისა თუ …

სოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები თბილისის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით

წყალი ადამიანის არსებობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ყოველ ადამიანს უფლება აქვს მიიღოს საკმარისი ოდენობის, უსაფრთხო, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი წყალი, როგორც პირადი, ასევე საოჯახო მოხმარებისათვის. გარდა ამისა ნებისმიერ ინდივიდსა თუ ადამიანთა ჯგუფს უფლება აქვს, ფლობდეს როგორც სრულ და თანაბრად ხელმისაწვდომ ინფორმაციას წყლის სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომელიც ხელისუფლებისა თუ მესამე მხარის მიერ ხორციელდება, ასევე მონაწილეობდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 


საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა – პრობლემები და პერსპექტივა

საქართველოში არსებული წყალსადენების სანიტარიულტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია,  მათი 60% ამორტიზებულია. 1987 წლის შემდეგ წყალსადენების ქსელში არ ჩატარებულა მნიშვნელოვანი  სარეკონსტრუქციო და შესაკეთებელი სამუშაოები, რის გამოც წყალსადენების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების 9273,9 კმ-დან 50%-ზე მეტი საჭიროებს გამოცვლას, კაპიტალურ და/ან მიმდინარე შეკეთებას. ამას ემატება სატუმბო სადგურების აღჭურვილობისა და დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა. არსებული წყალსადენების 69%-ს არ გააჩნია წყლის გასაუვნებელი დანადგარები, 28%-ს – სანიტარიული დაცვის ზონები, ხოლო 23%-ს …

wylis_seqtori_leafletსაქართველოში არსებული წყალსადენების სანიტარიულტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, 
მათი 60% ამორტიზებულია. 1987 წლის შემდეგ წყალსადენების ქსელში არ ჩატარებულა მნიშვნელოვანი 
სარეკონსტრუქციო და შესაკეთებელი სამუშაოები, რის გამოც წყალსადენების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების 9273,9 კმ-დან 50%-ზე მეტი საჭიროებს გამოცვლას, კაპიტალურ და/ან მიმდინარე შეკეთებას. ამას ემატება სატუმბო სადგურების აღჭურვილობისა და დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა. არსებული წყალსადენების 69%-ს არ გააჩნია წყლის გასაუვნებელი დანადგარები, 28%-ს - სანიტარიული დაცვის ზონები, ხოლო 23%-ს - ნედლი წყლის დასამუშავებელი აუცილებელი გამწმენდი ნაგებობები. სათავე ნაგებობებზე არასრულად ხორციელდება წყლის მომზადების სქემები, წყალგამწმენდი ნაგებობები ტექნიკურად გაუმართავია, განიცდიან საფილტრაციო მასალების, მოწყობილობებისა და წყლის მომზადებისათვის აუცილებელი ქიმიური რეაგენტების დეფიციტს. 70%-ზე მეტ წყალსადენებზე საქლორატოროების არ არსებობის და/ან მწყობრიდან გამოსვლის გამო არ ხდებოდა სასმელი წყლის სისტემატური დაქლორვა. შეფერხებულია წყლის მომზადების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვა.

საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა - პრობლემები და პერსპექტივა