საჩივარი დავით ჩანტლაძის პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით

baneri_GA

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის, ბატონი გიორგი ცხაკაიას დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით, ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ საჩივრით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ბატონ დავით ჩანტლაძეს. საჩივარში აღწერილი იყო კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევის მთელი რიგი შემთხვევები, რომელთა გამოძიების მიზნით გენერალური ინსპექციის მიერ …

»»»

შენიშვნები ტყის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით

DSC00512

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ მოამზადა კითხვები და შენიშვნები საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით. დოკუმენტი განსახილველად გაეგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. მისი ნახვა შესაძლებელია ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის ვებ-გვერდზე.

»»»

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უნარშეზღუდული  ბავშვების დასახმარებლად – 13 -14 იანვარი თბილისის ზოოლოგიურ პარკში, ასოციაცია “მწვანე ალტერნატივასა” და ზოოლოგიური პარკის დახმარებით, გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად.  გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება კავშირი “ია”-ს მზრუნველობის ქვეშ მყოფი შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მიერ შექმნილი ნაკეთობები (თიხის სამკაულები, თექის სამკაულები და თექის სათამაშოები, ნაჭრის თოჯინები და …

»»»