მწვანე ალტერნატივას პოზიცია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებით

baneri_GA

მწვანე ალტერნატივას პოზიცია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ა.წ. 17 მარტს მიიღო დადგენილებები, რომლებითაც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების უფლებამოსილება ჩამოერთვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და გადაეცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

»»»

მოწვევა მრგვალ მაგიდაზე – “ატომური ენერგეტიკა: მითი და რეალობა”.

ა.წ. 17 მარტს 15.00-დან 19.00 სთ-მდე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში (მის. რადიანის ქ., 5) გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე “ატომური ენერგეტიკა: მითი და რეალობა”. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ბ-ნი გერდ როზენკრანცი, ავტორი წიგნისა “ატომური ენერგეტიკა: მითები და ლეგენდები”, აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები. შეხვედრის მიზანია საზოგადოებრივი დებატებისა და დისკუსიების ინიციირება საქართველოში ატომური …

»»»

მწვანე ალტერნატივის მიმართვა

abra GA

ა.წ. 21 მარტს, მწვანე ალტერნატივამ წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მთავრობის პროგრამასთან – „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ – დაკავშირებით. ორგანიზაცია თვლის, რომ პროგრამის მიზნის მიღწევისათვის მნიშვნელოვანია გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ამოცანების დასახვა, რაც სამწუხაროდ, მთლიანად ყურადღების მიღმაა დარჩენილი.  სრული ინფორმაციისათვის ჩამოტვირთეთ წერილის ტექსტი.

»»»