კომენტარები და შენიშვნები დოკუმენტზე “საქართველო: ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება”

baneri_GA

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-სა და CEE Bankwatch Network-ის კომენტარები და შენიშვნები დოკუმენტზე “საქართველო: ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება”  “საქართველო: ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება” ძალზე მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს და ამდენად უპრიანი იქნებოდა, საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის პერიოდი გაზრდილიყო 120 დღემდე და მოწყობილიყო რამოდენიმე საზოგადოებრივი განხილვა, იმ საერთაშორისო დონორებთან კოორდინაციაში, რომლებიც დღეს ინტენსიურად არიან ჩართული საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებაში. ყოველივე ეს …

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-სა და CEE Bankwatch Network-ის კომენტარები და შენიშვნები დოკუმენტზე “საქართველო: ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება” 

“საქართველო: ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება” ძალზე მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს და ამდენად უპრიანი იქნებოდა, საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის პერიოდი გაზრდილიყო 120 დღემდე და მოწყობილიყო რამოდენიმე საზოგადოებრივი განხილვა, იმ საერთაშორისო დონორებთან კოორდინაციაში, რომლებიც დღეს ინტენსიურად არიან ჩართული საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებაში. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით მიუღებელი პროექტების განვითარებით 
გამოწვეული ზედმეტი დანახარჯები. 


კომენტარები და შენიშვნები ხუდონჰესის გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასების საბოლოო ანგარიშზე

khudoni photoes 024

 ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-სა და CEE Bankwatch Network-ის კომენტარები და შენიშვნები ხუდონჰესის გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასების საბოლოო ანგარიშზე. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის სრული შეჩერების თაობაზე, ხოლო მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების გრანტის დარჩენილი თანხა, მოხმარდეს ხუდონჰესის მშენებლობის კონსერვაციისათვის პროექტის მომზადებას.

 ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-სა და CEE Bankwatch Network-ის კომენტარები და შენიშვნები ხუდონჰესის გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასების საბოლოო ანგარიშზე.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის სრული შეჩერების თაობაზე, ხოლო მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების გრანტის დარჩენილი თანხა, მოხმარდეს ხუდონჰესის მშენებლობის კონსერვაციისათვის პროექტის მომზადებას.

ამავდროულად, მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი დიდი კაშხლის მშენებლობა დაკავშირებულია გარემოზე და სოციუმზე შეუქცევად რისკებთან, შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს საზოგადოებაში სრული კონსენსუსის ფონზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი განახლებადი ენერგიის განვითარებისათვის, რომელიც მისაღებია როგორც გარემოსდაცვითი, ისე სოციალური და საბოლოო ჯამში, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ვინაიდან გააჩნიათ მცირე გარე ხარჯები, მათ შორის საექსპლუატაციოც.