სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

baneri_GA

 საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების პრიორიტეტების მიხედვით განაწილებისა და მათი განკარგვის გამჭვირვალობის შესახებ 2008 წლის 8-12 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შედეგად ოფიციალური მონაცემებით ათეულობით მშვიდობიანი მოსახლე და ჯარისკაცი დაიღუპა, 30 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, მრავალი საცხოვრებელი სახლი დაინგრა ან დაზიანდა, 900 ჰა-მდე ტყის ფართობი სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში დაიწვა, შავ ზღვასა და რკინიგზაზე აფეთქებების შედეგად დაიღვარა ნავთობი.  საქართველოსთვის დახმარების გასაწევად …

»»»

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე

28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ქალაქ გორში, გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება და მონაწილეობა დემოკრატიულ მხარდაჭერაში“.

»»»

საქალაქო სასამართლომ ხე-ტყის დამზადებაზე გაცემული 20 წლიანი ლიცენზიების გაუქმების საკითხი განიხილა

Picture 002

ა.წ. 15 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მწვანე ალტერნატივას გასული წლის 12 სექტემბერს წარდგენილი სარჩელი, რომლითაც ორგანიზაცია ითხოვდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებების გაუქმებას, რომელთა საფუძველზეც 2007 მაისში გაიყიდა სამი ხანგრძლივვადიანი ლიცენზია ხე-ტყის დამზადებაზე. ამასთანავე, ასოციაცია ითხოვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ აქტების გაუქმებას, რომლითაც უარი ეთქვა მწვანე ალტერნატივას ზემოთ აღნიშნული ბრძანებების …

»»»

სამუშაო შეხვედრა – “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და პარტნიორობის ინსტრუმენტი”

euroStepLogo

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2004 წლის მაისში გამოქვენებულ სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიაში, განსაზღვრავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. მისი მიზანია სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა მეზობელ ქვეყნებში. საქართველო 15 სხვა ქვეყანასთან ერთად (ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბია, ლებანონი, მაროკო, პალესტინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყანა 2004 წელს გახდა. პოლიტიკის ერთ-ერთი …

»»»

სარჩელის განხილვა

baneri_GA

ა.წ. 15 სექტემბერს 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს მწვანე ალტერნატივას სარჩელს, რომლითაც მწვანე ალტერნატივა ითხოვს გაუქმდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც 2007 მაისში გაიყიდა სამი ხანგრძლივვადიანი ლიცენზია ხე-ტყის დამზადებაზე. ამასთანავე, ასოციაცია ითხოვს გაუქმდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტები, რომლითაც უარი ეთქვა მწვანე ალტერნატივას ზემოთ აღნიშნული ბრძანებების ადმინისტრაციული წესით ბათილად …

»»»