იძულებითი შიდა მიგრაცია საქართველოში, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები

migracia

იძულებითი შიდა მიგრაციის მიზეზები შეიძლება იყოს სტიქიური უბედურება, პოლიტიკური გადაწყვეტილება ან ინდუსტრიული განვითარების პროექტები. ბოლო 30 წლის მანძილზე სხვადასხვა ხარისხის სტიქიური პროცესების საშიშროების რისკის ქვეშ მოექცა 3 ათასამდე დასახლებული პუნქტი, დაახლოებით 400 000 ოჯახი. იძულებითი მიგრაციის შედეგად ‰ ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალი – საშუალოდ 100-150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკომიგრანტებს როგორც წესი, გადასახლების შემდეგ ბევრად მძიმე პირობებში …

იძულებითი შიდა მიგრაციის მიზეზები შეიძლება იყოს სტიქიური უბედურება, პოლიტიკური გადაწყვეტილება ან ინდუსტრიული განვითარების პროექტები. ბოლო 30 წლის მანძილზე სხვადასხვა ხარისხის სტიქიური პროცესების საშიშროების რისკის ქვეშ
მოექცა 3 ათასამდე დასახლებული პუნქტი, დაახლოებით 400 000 ოჯახი. იძულებითი მიგრაციის შედეგად ‰ ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალი – საშუალოდ 100-150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკომიგრანტებს როგორც წესი, გადასახლების შემდეგ ბევრად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, ვიდრე მათთვის ორგანული გარემოა. 

იძულებითი შიდა მიგრაცია საქართველოში, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები. 


შენიშვნები აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის გარემოზე შეფასების დოკუმენტზე

lendfil

2008 წლის 18 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოცხადა “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან დაკავშირებული საჯარო კონსულტაციების პროცესის დაწყების შესახებ. “წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების” (სკოპინგი) დოკუმენტზე პირველი საჯარო განხილვის თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 26 და 27 აგვისტო.  უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ განცხადებას თან არ …

2008 წლის 18 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოცხადა “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან დაკავშირებული საჯარო კონსულტაციების პროცესის დაწყების შესახებ. “წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების” (სკოპინგი) დოკუმენტზე პირველი საჯარო განხილვის თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 26 და 27 აგვისტო. 
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ განცხადებას თან არ ერთვოდა პროექტის “წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების” დოკუმენტები (ინგლისური და ქართული), რის გამოც ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ დაუყოვნებლივ მიმართა განცხადებაში მითითებულ პროექტზე პასუხისმგებელ პირებს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე სათანადო პასუხი არ იქნა მიღებული. ამის შემდეგ ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ აღნიშნული საკითხის გასარკვევად მიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (ერგბ), რომლის დაფინანსებითაც ხორციელდება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-ს და CEE Bankwatch Network-ის შენიშვნები და კომენტარები აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე.