„შეშის ვაუჩერი გაყინულ სოფლებს ვერ გაათბობს“

IMG_0447

ა.წ. 24 დეკემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გაავრცელა წერილი, რომელიც წარმოადგენს პასუხს მწვანე ალტერნატივას მიერ ერთი თვის წინ გავრცელებულ განცხადებაზე „შეშის ვაუჩერი გაყინულ სოფლებს ვერ გაათბობს“.  ჩვენი აზრით, ეს უდავოდ მისასალმებელი ფაქტია, რადგან სამინისტრომ პირველად გასცა საჯაროდ პასუხი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წერილს. ჩვენთვის სასიხარულოა ისიც, რომ თავის საპასუხო წერილში სამინისტრო იზიარებს ჩვენს შეხედულებებს, მაგალითად, …

»»»

მწვანე ალტერნატივას განცხადება გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით

Logging

განცხადება  საქართველოს მთავრობა კანონმდებლობის უხეში დარღვევებით აგრძელებს ტყით სარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიების გაყიდვას, მიუხედავად ამ საკითხისადმი საზოგადოების, სპეციალისტების და ადგილობრივი მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულებისა. ლიცენზიები გაიცემა ვადაგასული ინვენტარიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილება კი მიიღება დაუსაბუთებლად და გაუმჭვირვალედ. მთავრობა არ ცნობს დაინტერესებული საზოგადოებისა და ქვეყნის მთელ მოსახლეობის კანონით დადგენილ მექანიზმებს, მიიღოს მონაწილეობა საცხოვებელი და კულტურული გარემოს უმნიშვნელოვანეს ნაწილთან – …

»»»

ლენტეხის რაიონის მოსახლეობის საპროტესტო აქცია

IMG_2232

ლენტეხის რაიონის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს რაიონის მუნიციპალიტეტის შენობასთან. მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, აუქციონზე გამოიტანოს რაიონის ტერიტორიაზე არსებული ტყის სავარგულები. მოსახლეობა მოითხოვს აუქციონის გაუქმებას, მხარის გუბერნატორთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. ბლოკირებულია მუნიციპლიტეტის შენობა. მოსახლეობა აცხადებს, რომ არ აპირებს უკან დახევას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს პროტესტის უფრო მძიმე ფორმებს. მომზადდა მოსახლეობის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის …

»»»

მწვანე ალტერნატივის ადინისტრაციული საჩივარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

IMG_2232

მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით 2008 წლის 11 დეკემბერს დანიშული აუქციონის გაუქმება.  ამავდროულად, ორგანიზაციამ მეორე ადმინისტრაციული საჩივრითაც მიმართა პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა 2008 წლის 7 და 8 ოქტომბერს გამართული ანალოგიური აუქციონის შედეგების გაუქმება. 

»»»