„შეშის ვაუჩერი გაყინულ სოფლებს ვერ გაათბობს“

IMG_0447

ა.წ. 24 დეკემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გაავრცელა წერილი, რომელიც წარმოადგენს პასუხს მწვანე ალტერნატივას მიერ ერთი თვის წინ გავრცელებულ განცხადებაზე „შეშის ვაუჩერი გაყინულ სოფლებს ვერ გაათბობს“.  ჩვენი აზრით, ეს უდავოდ მისასალმებელი ფაქტია, რადგან სამინისტრომ პირველად გასცა საჯაროდ პასუხი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წერილს. ჩვენთვის სასიხარულოა ისიც, რომ თავის საპასუხო წერილში სამინისტრო იზიარებს ჩვენს შეხედულებებს, მაგალითად, …

»»»

მწვანე ალტერნატივას განცხადება გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით

Logging

განცხადება  საქართველოს მთავრობა კანონმდებლობის უხეში დარღვევებით აგრძელებს ტყით სარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიების გაყიდვას, მიუხედავად ამ საკითხისადმი საზოგადოების, სპეციალისტების და ადგილობრივი მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულებისა. ლიცენზიები გაიცემა ვადაგასული ინვენტარიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილება კი მიიღება დაუსაბუთებლად და გაუმჭვირვალედ. მთავრობა არ ცნობს დაინტერესებული საზოგადოებისა და ქვეყნის მთელ მოსახლეობის კანონით დადგენილ მექანიზმებს, მიიღოს მონაწილეობა საცხოვებელი და კულტურული გარემოს უმნიშვნელოვანეს ნაწილთან – …

»»»

ლენტეხის რაიონის მოსახლეობის საპროტესტო აქცია

IMG_2232

ლენტეხის რაიონის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს რაიონის მუნიციპალიტეტის შენობასთან. მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, აუქციონზე გამოიტანოს რაიონის ტერიტორიაზე არსებული ტყის სავარგულები. მოსახლეობა მოითხოვს აუქციონის გაუქმებას, მხარის გუბერნატორთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. ბლოკირებულია მუნიციპლიტეტის შენობა. მოსახლეობა აცხადებს, რომ არ აპირებს უკან დახევას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს პროტესტის უფრო მძიმე ფორმებს. მომზადდა მოსახლეობის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის …

»»»

მწვანე ალტერნატივის ადინისტრაციული საჩივარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

IMG_2232

მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით 2008 წლის 11 დეკემბერს დანიშული აუქციონის გაუქმება.  ამავდროულად, ორგანიზაციამ მეორე ადმინისტრაციული საჩივრითაც მიმართა პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა 2008 წლის 7 და 8 ოქტომბერს გამართული ანალოგიური აუქციონის შედეგების გაუქმება. 

»»»

“ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაცია საქართველოში” ანგარიშის პროექტის განხილვის თაობაზე

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა წარმოგიდგენთ თავისი ახალი ანგარიშის “ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაცია საქართველოში” პროექტს. ამასთან, მწვანე ალტერნატივა გაცნობებთ, რომ ა.წ. 2 დეკემბერს (სამშაბათს) 11:00 საათზე სასტუმროში ”ვერე პალასი” (ქუჩიშვილის ქ. #24/8) გაიმართება შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება ზემოაღნიშნული დოკუმენტის განხილვას.

»»»

ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სფეროში ჩატარებული კვლევები

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა წარმოგიდგენთ ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვისა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაციის სფეროში ჩატარებულ სამი კვლევის პროექტს (პოლიტიკის, სამართლებრივ და ეკონომიკურ ანალიზებს). 1. პოლიტიკის ანალიზი 2. სამართლებრივი ანალიზი 3. ეკონომიკური ანალიზი

»»»

სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

baneri_GA

 საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების პრიორიტეტების მიხედვით განაწილებისა და მათი განკარგვის გამჭვირვალობის შესახებ 2008 წლის 8-12 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შედეგად ოფიციალური მონაცემებით ათეულობით მშვიდობიანი მოსახლე და ჯარისკაცი დაიღუპა, 30 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, მრავალი საცხოვრებელი სახლი დაინგრა ან დაზიანდა, 900 ჰა-მდე ტყის ფართობი სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში დაიწვა, შავ ზღვასა და რკინიგზაზე აფეთქებების შედეგად დაიღვარა ნავთობი.  საქართველოსთვის დახმარების გასაწევად …

»»»

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე

28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ქალაქ გორში, გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება და მონაწილეობა დემოკრატიულ მხარდაჭერაში“.

»»»

საქალაქო სასამართლომ ხე-ტყის დამზადებაზე გაცემული 20 წლიანი ლიცენზიების გაუქმების საკითხი განიხილა

Picture 002

ა.წ. 15 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მწვანე ალტერნატივას გასული წლის 12 სექტემბერს წარდგენილი სარჩელი, რომლითაც ორგანიზაცია ითხოვდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებების გაუქმებას, რომელთა საფუძველზეც 2007 მაისში გაიყიდა სამი ხანგრძლივვადიანი ლიცენზია ხე-ტყის დამზადებაზე. ამასთანავე, ასოციაცია ითხოვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ აქტების გაუქმებას, რომლითაც უარი ეთქვა მწვანე ალტერნატივას ზემოთ აღნიშნული ბრძანებების …

»»»

სამუშაო შეხვედრა – “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და პარტნიორობის ინსტრუმენტი”

euroStepLogo

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2004 წლის მაისში გამოქვენებულ სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიაში, განსაზღვრავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. მისი მიზანია სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა მეზობელ ქვეყნებში. საქართველო 15 სხვა ქვეყანასთან ერთად (ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბია, ლებანონი, მაროკო, პალესტინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყანა 2004 წელს გახდა. პოლიტიკის ერთ-ერთი …

»»»

Page 1 of 3123