საქართველოს სატყეო სექტორის მონიტორინგი 2007-2008

საქართველოს სატყეო სექტორის მონიტორინგი 2007-2008 საქართველოში დღეისათვის დამკვიდრებული ტყითსარგებლობის პრაქტიკა ხელს უშლის სატყეო სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს შორის ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას, პრობლემებს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას; არ არის გათვალისწინებული გარემოსდაცვითი შედეგები, რამაც შესაძლებელია ტყის ეკოსისტემების დეგრადაცია და საბოლოოდ ადამიანის მიერ პროვოცირებული ეკოლოგიური კატასტროფები გამოიწვიოს. მთავრობა არ ცნობს დაინტერესებული საზოგადოებისა და ქვეყნის მთელი მოსახლეობის კანონით დადგენილ უფლებას, მიიღოს მონაწილეობა საცხოვრებელი და …

satyeo_seqtoris_monitoringiსაქართველოს სატყეო სექტორის მონიტორინგი 2007-2008

საქართველოში დღეისათვის დამკვიდრებული ტყითსარგებლობის პრაქტიკა ხელს უშლის სატყეო სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს შორის ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას, პრობლემებს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას; არ არის გათვალისწინებული გარემოსდაცვითი შედეგები, რამაც შესაძლებელია ტყის ეკოსისტემების დეგრადაცია და საბოლოოდ ადამიანის მიერ პროვოცირებული ეკოლოგიური კატასტროფები გამოიწვიოს. მთავრობა არ ცნობს დაინტერესებული საზოგადოებისა და ქვეყნის მთელი მოსახლეობის კანონით დადგენილ უფლებას, მიიღოს მონაწილეობა საცხოვრებელი და კულტურული გარემოს უმნიშვნელოვანეს ნაწილთან - ტყეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რითაც საქართველოს მოსახლეობას საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა კანონით დადგენილ გზას უჭრის და მხოლოდ პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმებს უტოვებს. 

 


ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაცია საქართველოში

ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაცია საქართველოში წარმოდგენილი კვლევის მიზანია ბუნებრივი კატასროფების რისკისა და ბუნებრივი კატასტროფებით  გამოწვეული მიგრაციის მართვის ეროვნული პოტენციალის განხილვა. კერძოდ, კვლევაში განხილულია საქართველოში არსებული ბუნებრივი კატასროფების რისკის მართვის პოლიტიკა, ის ინსტიტუციური, სამართლებრივი და ფინანსური პრობლემები, რომლებიც აფერხებს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის ეფექტურ განხორციელებას. ანგარიშში აგრეთვე განიხილულია საქართველოში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული …

bunebrivi_katastrofebiბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაცია საქართველოში

წარმოდგენილი კვლევის მიზანია ბუნებრივი კატასროფების რისკისა და ბუნებრივი კატასტროფებით  გამოწვეული მიგრაციის მართვის ეროვნული პოტენციალის განხილვა. კერძოდ, კვლევაში განხილულია საქართველოში არსებული ბუნებრივი კატასროფების რისკის მართვის პოლიტიკა, ის ინსტიტუციური, სამართლებრივი და ფინანსური პრობლემები, რომლებიც აფერხებს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის ეფექტურ განხორციელებას. ანგარიშში აგრეთვე განიხილულია საქართველოში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაციის მართვის პოლიტიკის, ინსტიტუციური, სამართლებრივი და ფინანსური ასპექტები. 


საჯარო სამართლის კერძო პარტნიორობის სქემები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ინფრასტრუქტურულ პროექტებში

საჯარო სამართლის კერძო პარტნიორობის სქემები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ინფრასტრუქტურულ პროექტებში  საჯარო სამართლის კერძო პარტნიორობა (სსკპ) მოიცავს საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების დაგეგმვის, მშენებლობის, დაფინანსებისა და ოპერირების მიზნით, გაფორმებულ კომერციულ ხელშეკრულებებს ცენტრალურ თუ ადგილობრივ მთავრობასა და კერძო ბიზნესს შორის, ისეთ სფეროებში, რომელიც ტრადიციულად საჯარო სექტორს განეკუთვნება, როგორიცაა: ტრანსპორტი, ჯანმრთელობის დაცვა, წყალმომარაგება ან განათლება. აღნიშნული თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორს …

sskp_sqemebiსაჯარო სამართლის კერძო პარტნიორობის სქემები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ინფრასტრუქტურულ პროექტებში 

საჯარო სამართლის კერძო პარტნიორობა (სსკპ) მოიცავს საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების დაგეგმვის, მშენებლობის, დაფინანსებისა და ოპერირების მიზნით, გაფორმებულ კომერციულ ხელშეკრულებებს ცენტრალურ თუ ადგილობრივ მთავრობასა და კერძო ბიზნესს შორის, ისეთ სფეროებში, რომელიც ტრადიციულად საჯარო სექტორს განეკუთვნება, როგორიცაა: ტრანსპორტი, ჯანმრთელობის დაცვა, წყალმომარაგება ან განათლება. აღნიშნული თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორს შორის ხორციელდება, 
როგორც მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების, ასევე პროექტის განსახორციელებლად ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შედეგად. 


იძულებითი შიდა მიგრაცია საქართველოში, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები

migracia

იძულებითი შიდა მიგრაციის მიზეზები შეიძლება იყოს სტიქიური უბედურება, პოლიტიკური გადაწყვეტილება ან ინდუსტრიული განვითარების პროექტები. ბოლო 30 წლის მანძილზე სხვადასხვა ხარისხის სტიქიური პროცესების საშიშროების რისკის ქვეშ მოექცა 3 ათასამდე დასახლებული პუნქტი, დაახლოებით 400 000 ოჯახი. იძულებითი მიგრაციის შედეგად ‰ ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალი – საშუალოდ 100-150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკომიგრანტებს როგორც წესი, გადასახლების შემდეგ ბევრად მძიმე პირობებში …

იძულებითი შიდა მიგრაციის მიზეზები შეიძლება იყოს სტიქიური უბედურება, პოლიტიკური გადაწყვეტილება ან ინდუსტრიული განვითარების პროექტები. ბოლო 30 წლის მანძილზე სხვადასხვა ხარისხის სტიქიური პროცესების საშიშროების რისკის ქვეშ
მოექცა 3 ათასამდე დასახლებული პუნქტი, დაახლოებით 400 000 ოჯახი. იძულებითი მიგრაციის შედეგად ‰ ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალი – საშუალოდ 100-150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკომიგრანტებს როგორც წესი, გადასახლების შემდეგ ბევრად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, ვიდრე მათთვის ორგანული გარემოა. 

იძულებითი შიდა მიგრაცია საქართველოში, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები. 


შენიშვნები აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის გარემოზე შეფასების დოკუმენტზე

lendfil

2008 წლის 18 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოცხადა “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან დაკავშირებული საჯარო კონსულტაციების პროცესის დაწყების შესახებ. “წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების” (სკოპინგი) დოკუმენტზე პირველი საჯარო განხილვის თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 26 და 27 აგვისტო.  უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ განცხადებას თან არ …

2008 წლის 18 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოცხადა “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან დაკავშირებული საჯარო კონსულტაციების პროცესის დაწყების შესახებ. “წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების” (სკოპინგი) დოკუმენტზე პირველი საჯარო განხილვის თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 26 და 27 აგვისტო. 
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ განცხადებას თან არ ერთვოდა პროექტის “წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების” დოკუმენტები (ინგლისური და ქართული), რის გამოც ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ დაუყოვნებლივ მიმართა განცხადებაში მითითებულ პროექტზე პასუხისმგებელ პირებს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე სათანადო პასუხი არ იქნა მიღებული. ამის შემდეგ ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ აღნიშნული საკითხის გასარკვევად მიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (ერგბ), რომლის დაფინანსებითაც ხორციელდება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-ს და CEE Bankwatch Network-ის შენიშვნები და კომენტარები აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე.


კომენტარები და შენიშვნები დოკუმენტზე “საქართველო: ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება”

baneri_GA

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-სა და CEE Bankwatch Network-ის კომენტარები და შენიშვნები დოკუმენტზე “საქართველო: ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება”  “საქართველო: ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება” ძალზე მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს და ამდენად უპრიანი იქნებოდა, საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის პერიოდი გაზრდილიყო 120 დღემდე და მოწყობილიყო რამოდენიმე საზოგადოებრივი განხილვა, იმ საერთაშორისო დონორებთან კოორდინაციაში, რომლებიც დღეს ინტენსიურად არიან ჩართული საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებაში. ყოველივე ეს …

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-სა და CEE Bankwatch Network-ის კომენტარები და შენიშვნები დოკუმენტზე “საქართველო: ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება” 

“საქართველო: ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება” ძალზე მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს და ამდენად უპრიანი იქნებოდა, საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის პერიოდი გაზრდილიყო 120 დღემდე და მოწყობილიყო რამოდენიმე საზოგადოებრივი განხილვა, იმ საერთაშორისო დონორებთან კოორდინაციაში, რომლებიც დღეს ინტენსიურად არიან ჩართული საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებაში. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით მიუღებელი პროექტების განვითარებით 
გამოწვეული ზედმეტი დანახარჯები. 


კომენტარები და შენიშვნები ხუდონჰესის გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასების საბოლოო ანგარიშზე

khudoni photoes 024

 ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-სა და CEE Bankwatch Network-ის კომენტარები და შენიშვნები ხუდონჰესის გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასების საბოლოო ანგარიშზე. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის სრული შეჩერების თაობაზე, ხოლო მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების გრანტის დარჩენილი თანხა, მოხმარდეს ხუდონჰესის მშენებლობის კონსერვაციისათვის პროექტის მომზადებას.

 ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-სა და CEE Bankwatch Network-ის კომენტარები და შენიშვნები ხუდონჰესის გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასების საბოლოო ანგარიშზე.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის სრული შეჩერების თაობაზე, ხოლო მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების გრანტის დარჩენილი თანხა, მოხმარდეს ხუდონჰესის მშენებლობის კონსერვაციისათვის პროექტის მომზადებას.

ამავდროულად, მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი დიდი კაშხლის მშენებლობა დაკავშირებულია გარემოზე და სოციუმზე შეუქცევად რისკებთან, შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს საზოგადოებაში სრული კონსენსუსის ფონზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი განახლებადი ენერგიის განვითარებისათვის, რომელიც მისაღებია როგორც გარემოსდაცვითი, ისე სოციალური და საბოლოო ჯამში, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ვინაიდან გააჩნიათ მცირე გარე ხარჯები, მათ შორის საექსპლუატაციოც.


ეროვნული სამუშაო შეხვედრა “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და პარტნიორობის ინსტრუმენტი”

ეროვნული სამუშაო შეხვედრა "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და პარტნიორობის ინსტრუმენტი"  ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2004 წლის მაისში გამოქვენებულ სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიაში, განსაზღვრავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. მისი მიზანია სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა მეზობელ ქვეყნებში. საქართველო 15 სხვა ქვეყანასთან ერთად (ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბია, ლებანონი, მაროკო, პალესტინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყანა 2004 წელს …

ENP_geoეროვნული სამუშაო შეხვედრა "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და პარტნიორობის ინსტრუმენტი" 

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2004 წლის მაისში გამოქვენებულ სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიაში, განსაზღვრავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. მისი მიზანია სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა მეზობელ ქვეყნებში. საქართველო 15 სხვა ქვეყანასთან ერთად (ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბია, ლებანონი, მაროკო, პალესტინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყანა 2004 წელს გახდა.

პოლიტიკის ერთ-ერთი საბაზისო პრინციპია დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას შიდა რეფორმების განხორციელებაში თანასწორი თანამშრომლობის საფუძველზე, რაც გულისხმობს საერთო ფასეულობებზე ურთიერთვალდებულებების გაზიარებას შემდეგ სფეროებში: კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები, კარგი სამეზობლო ურთიერთობები, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და მდგრადი განვითარება.


სატყეო სექტორის დეცენტრალიზაცია სახელმძღვანელო

დღეისათვის საქართველოს ტყეები მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია. სახელმწიფო ტყის ფონდი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამგებლობაშია, მათ შორის: სატყეო დეპარტამენტი მართავს ტყეების – 84%-ს, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი – დაახლოებით 8%-ს. მცირე რაოდენობით ტყის ფართობები, მიჩენის წესით გადაცემული აქვს საქართველოს საპატრიარქოს. დანარჩენი ტყეების (დაახლოებით 8%) კუთვნილება გაურკვეველია. ძირითადად ეს არის ე.წ. ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები, რომელთა ფიზიკურად გადაცემა კოლმეურნეობების დაშლის შემდგომ პერიოდში სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ბალანსზე არ განხორციელებულა. ყოფილი …

satyeo_seqtoris_decentralizდღეისათვის საქართველოს ტყეები მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია. სახელმწიფო ტყის ფონდი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამგებლობაშია, მათ შორის: სატყეო დეპარტამენტი მართავს ტყეების - 84%-ს, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი - დაახლოებით 8%-ს. მცირე რაოდენობით ტყის ფართობები, მიჩენის წესით გადაცემული აქვს საქართველოს საპატრიარქოს. დანარჩენი ტყეების (დაახლოებით 8%) კუთვნილება გაურკვეველია. ძირითადად ეს არის ე.წ. ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები, რომელთა ფიზიკურად გადაცემა კოლმეურნეობების დაშლის შემდგომ პერიოდში სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ბალანსზე არ განხორციელებულა. ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების ნაწილს მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ან მათთან არსებული სახელმწიფო შპს-ები. 2007 წელს საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა სახელმწიფო ტყის ფონდის გარკვეული ნაწილის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადაცემის გეგმის თაობაზე; თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო, აღნიშნული დღემდე არ განხორციელებულა. 

სატყეო სექტორის დეცენტრალიზაცია სახელმძღვანელო