სარჩელის განხილვა

baneri_GA

ა.წ. 15 სექტემბერს 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს მწვანე ალტერნატივას სარჩელს, რომლითაც მწვანე ალტერნატივა ითხოვს გაუქმდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც 2007 მაისში გაიყიდა სამი ხანგრძლივვადიანი ლიცენზია ხე-ტყის დამზადებაზე. ამასთანავე, ასოციაცია ითხოვს გაუქმდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტები, რომლითაც უარი ეთქვა მწვანე ალტერნატივას ზემოთ აღნიშნული ბრძანებების ადმინისტრაციული წესით ბათილად …

»»»

“ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის” კოალიციის ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაცია

baneri_GA

ა.წ. 9 დეკემბერს, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 14.00 საათზე "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის" კოალიცია გამართავს სამოქმედო გეგმის შესრულების ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაციას.  კოალიცია აერთიანებს ოთხ ორგანიზაციას, ესენია: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა", საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. კოალიციის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით …

»»»

შეხვედრა თემაზე: – ევროკავშირის/ ევროკომისიის (EU/EC) საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნები

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი Eurostep-მა, ამა წლის 14-15 ივლისს მოაწყეს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის” (ENPI) ფარგლებში მომზადებული 2007-2013 წლების საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება”.

»»»

საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება

abra GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი Eurostep-მა, ამა წლის 14-15 ივლისს მოაწყეს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის” (ENPI) ფარგლებში მომზადებული 2007-2013 წლების საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება”.

»»»

საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) დაფინანსებით (გრანტი NH204-GE) მიმდინარეობს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესწავლა

khudoni photoes 024

საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) დაფინანსებით (გრანტი NH204-GE) მიმდინარეობს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესწავლა. ეს გულისხმობს: ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის დადგენას, რასაც ახორციელებს შვეიცარული კომპანია Colenco Power Engineering/Stucky; ხუდონჰესის ბუნებრივ გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასებას ფრანგულ-იტალიური კონსორციუმის BRL Ingenierie/ARS Progetti-ს მიერ; და გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიულ შეფასებას სერბული კომპანია SEEC-ის მიერ. 

»»»

ხან­გრძლივვადიანი ხე-ტყის და­მ­ზადების ​ ლიცენზიების მფლობელებს ანგარიშგების ვადა გაუგრძელეს

forest1

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ივნისის №140 დადგენილებით, ხან­გრძლივვადიანი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების მფლობელებს „ტყით სარგებლობის გეგმის“ წარმოდგენის ვადა 2009 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდათ.  2007 წლის მაისში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მოწყობილ აუქციონზე ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიები 20 წლის ვადით იყიდეს ქართულ-ჩინურმა (შპს “ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენტი”, ლიცენზია №00628), ქართულ-იტალიურმა (შპს …

»»»

მოწვევა ეროვნულ სამუშაო შეხვედრაზე

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი Eurostep-ი გიწვევთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდება ამა წლის 14-15 ივლისს თბილისში.  შეხვედრის მიზანია “ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის” (ENPI) ფარგლებში მომზადებული 2007-2013 წლების საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება შემდეგ სფეროებში: 1. ადამიანის უფლებების დაცვა; 2. დემოკრატია და …

»»»

საპარლამენტო არჩევნები 2008: აირჩიე მდგრადი მომავალი!

ads

2008 წლის 16 მაისს სასტუმრო “ვერე პალასში” არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით შედგა მორიგი შეხვედრა “ჰკითხე შენს კანდიდატს!”  შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტები:     საქართველოს ლეიბორისტული პარტია; საარჩევნო ბლოკი “გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები); ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის; მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე – მრეწველები; გიორგი თარგმაძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; საქართველოს …

»»»

საპარლამენტო არჩევნები 2008: აირჩიე მდგრადი მომავალი!

wyali

საპარლამენტო არჩევნები 2008: აირჩიე მდგრადი მომავალი! ა.წ. 16 მაისს (პარასკევს), 14:00 საათზე, სასტუმრო ვერე პალასში (ქუჩიშვილის ქ. 25/8)  არასამთავრობო ორგანიზაცია  “მწვანე ალტერნატივა” გიწვევთ შეხვედრაზე ჰკითხე შენს კანდიდატს! შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ, რას გვპირდებიან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და ბლოკები ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.  ამჯერად, შეხვედრაში, სავარაუდოდ, მონაწილეობას …

»»»

შეხვედრა დიუმას ცენტრში – ჰკითხე შენს კანდიდატს

ads

2008 წლის 2 მაისს დიუმას ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით შედგა შეხვედრა “ჰკითხე შენს კანდიდატს!” შეხვედრაში მონაწილეობისათვის მიღებაზე წინასწარი თანხმობა განაცხადა ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა:     მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქართული პოლიტიკა”; საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ; პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)”;  საარჩევნო ბლოკმა “ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია”  საქართველოს პოლიტიკურმა პარტიამ “ჩვენი ქვეყანა”. მათგან …

»»»

Page 2 of 3123