საქართველოს სახალხო დამცველი მხარს უჭერს მწვანე ალტერნატივას მოთხოვნას

IMG_1387(2)

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, მწვანე ალტერნატივას განცხადების საფუძველზე, შეისწავლა 2007 წლის 1 მაისს ხე-ტყის დამზადების ხანგრძლივვადიანი ლიცენზიების გაცემის მიზნით ჩატარებული აუქციონის კანონიერების საკითხი და რეკომენდაციით მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბათილად ცნოს ბრძანებები, რომლებითაც დაკანონდა ამ აუქციონის შედეგები. შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, 2007 წლის 1 მაისს აუქციონზე, რომლის პარალელურად გარემოსდაცველთა …

»»»

საპარლამენტო არჩევნები 2008: აირჩიე მდგრადი მომავალი!

narchenebi

საპარლამენტო არჩევნები 2008: აირჩიე მდგრადი მომავალი! ა.წ. 2 მაისს (პარასკევს), 15:00 საათზე, ალ. დიუმას ცენტრში (გუდიაშვილის ქ. 10,  საჯარო ბიბლიოთეკის შენობის წინ) არასამთავრობო ორგანიზაცია  “მწვანე ალტერნატივა” გიწვევთ შეხვედრაზე ჰკითხე შენს კანდიდატს შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ, რას გვპირდებიან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და ბლოკები ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.  …

»»»

საპარლამენტო არჩევნები 2008: აირჩიე მდგრადი მომავალი!

საპარლამენტო არჩევნები 2008: აირჩიე მდგრადი მომავალი! ა.წ. 30 აპრილს, 11:00 საათზე, ალ. დიუმას ცენტრში (გუდიაშვილის ქ. 10, საჯარო ბიბლიოთეკის შენობის წინ) არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” გამართავს შეხვედრას მედია-საშუალებებისთვის, სადაც წარადგენს თავის კამპანიას  “ჰკითხე შენს კანდიდატს!” განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემების რეფორმა, ენერგომატარებლების ფასი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, უმუშევრობა, საგარეო პოლიტიკა, 7 ნოემბრის მოვლენები……როგორც წესი, ჩვენს არჩევანს …

»»»

მწვანე ალტერნატივას პოზიცია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებით

baneri_GA

მწვანე ალტერნატივას პოზიცია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ა.წ. 17 მარტს მიიღო დადგენილებები, რომლებითაც ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების უფლებამოსილება ჩამოერთვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და გადაეცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

»»»

მოწვევა მრგვალ მაგიდაზე – “ატომური ენერგეტიკა: მითი და რეალობა”.

ა.წ. 17 მარტს 15.00-დან 19.00 სთ-მდე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში (მის. რადიანის ქ., 5) გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე “ატომური ენერგეტიკა: მითი და რეალობა”. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ბ-ნი გერდ როზენკრანცი, ავტორი წიგნისა “ატომური ენერგეტიკა: მითები და ლეგენდები”, აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები. შეხვედრის მიზანია საზოგადოებრივი დებატებისა და დისკუსიების ინიციირება საქართველოში ატომური …

»»»

მწვანე ალტერნატივის მიმართვა

abra GA

ა.წ. 21 მარტს, მწვანე ალტერნატივამ წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მთავრობის პროგრამასთან – „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ – დაკავშირებით. ორგანიზაცია თვლის, რომ პროგრამის მიზნის მიღწევისათვის მნიშვნელოვანია გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ამოცანების დასახვა, რაც სამწუხაროდ, მთლიანად ყურადღების მიღმაა დარჩენილი.  სრული ინფორმაციისათვის ჩამოტვირთეთ წერილის ტექსტი.

»»»

ტყითსარგებლობის აუქციონი გაუქმებულია

Picture 002

ტყითსარგებლობის აუქციონი გაუქმებულია: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ტყითსარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის მიზნით გამოცხადებული აუქციონი, რომელიც ამა წლის 18 და 19 თებერვალს უნდა გამართულიყო, აღარ შედგება. ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ აუქციონის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. 1. სასამართლო სხდომა შედგა ამა წლის 5 თებერვალს, რომელზეც მოპასუხემ წარმოადგინა მინისტრის მოვალეობის …

»»»

საჩივარი დავით ჩანტლაძის პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით

baneri_GA

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის, ბატონი გიორგი ცხაკაიას დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით, ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ საჩივრით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ბატონ დავით ჩანტლაძეს. საჩივარში აღწერილი იყო კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევის მთელი რიგი შემთხვევები, რომელთა გამოძიების მიზნით გენერალური ინსპექციის მიერ …

»»»

შენიშვნები ტყის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით

DSC00512

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ მოამზადა კითხვები და შენიშვნები საქართველოს ტყის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით. დოკუმენტი განსახილველად გაეგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. მისი ნახვა შესაძლებელია ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის ვებ-გვერდზე.

»»»

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უნარშეზღუდული  ბავშვების დასახმარებლად – 13 -14 იანვარი თბილისის ზოოლოგიურ პარკში, ასოციაცია “მწვანე ალტერნატივასა” და ზოოლოგიური პარკის დახმარებით, გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად.  გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება კავშირი “ია”-ს მზრუნველობის ქვეშ მყოფი შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მიერ შექმნილი ნაკეთობები (თიხის სამკაულები, თექის სამკაულები და თექის სათამაშოები, ნაჭრის თოჯინები და …

»»»

Page 3 of 3123