ლაშა ჟვანიას დაპირება ფარსი აღმოჩნდა, ტყეების გაყიდვა გრძელდება.

ლაშა ჟვანიას დაპირება ფარსი აღმოჩნდა, ტყეების გაყიდვა გრძელდება. წყარო: ბანკები და ფინანსები ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ტყით გრძელვადიანი სარგებლობის ლიცენზების გაუქმების შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას ცვლის – მარტის ბოლოს აუქციონი ახალი პირობებით ჩატარდება. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქ რაიმე ნოვაციასთან სულაც არ გვაქვს საქმე, რადგან ლიცენზიის გაცემა ამ დრომდე უბრალოდ შეჩერებული იყო. სიახლე მხოლოდ ის იქნება, რომ …

ლაშა ჟვანიას დაპირება ფარსი აღმოჩნდა, ტყეების გაყიდვა გრძელდება. წყარო: ბანკები და ფინანსები

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ტყით გრძელვადიანი სარგებლობის ლიცენზების გაუქმების შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას ცვლის - მარტის ბოლოს აუქციონი ახალი პირობებით ჩატარდება. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქ რაიმე ნოვაციასთან სულაც არ გვაქვს საქმე, რადგან ლიცენზიის გაცემა ამ დრომდე უბრალოდ შეჩერებული იყო. სიახლე მხოლოდ ის იქნება, რომ ლიცენზიები არა ოცი, არამედ ხუთი წლით გაიცემა, ოღონდ ახალი პირობებით, ლიცენზია გაიაფდება და მისი შეძენა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.