მოწვევა ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად.

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის მხარეებიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად. იხილეთ ვრცლად

»»»

განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული გადაცემის თაობაზე

2009 წლის 4 აპრილს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავიდა გადაცემა "ოჩოს ქოხი". ამ გადაცემის მაყურებელი ცხოველთა მიმართ სისასტიკის გამოჩენისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტების მოწმე გახდა. ეთერში გასულ კადრებზე ნათლად ჩანდა, რომ ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება ხდებოდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რაც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამასთანავე, ამ კადრებს ახლდა კომენტარები, რომლებიც შეიცავდნენ ამგვარი ქმედებების …

»»»

მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე

პრესრელიზი მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ ორგანიზაციამ საჩივარს არ დაურთო ის დოკუმენტი, რომლის განსაიდუმლოებასაც ითხოვდა ა.წ. 16 მარტს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინიტრს ნიკა გილაურს და მოითხოვა შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყალის” 100% წილების შპს “მალტიპლექს ენერჯი ლიმითედისათვის” გადაცემის …

»»»

მოწვევა შეხვედრაზე: “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა – შესრულების სტატუსი გარემოსდაცვით სექტორში”.

 მოწვევა სამუშაო შეხვედრაზე ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ სამუშაო შეხვედრაზე: "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა – შესრულების სტატუსი გარემოსდაცვით სექტორში". შეხვედრა გაიმართება ამა წლის 29 აპრილს თბილისში (შეხვედრის ჩატარების ზუსტი დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია მოგვინებით გავცელდება).  შეხვედრაზე განსახილველად წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის მიერ მომზადებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორცილების ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების …

»»»