საქართველოს სატყეო სექტორის პოლიტიკის ანალიზი.

mochrili_xeebi

1990-იანი წლებიდან სატყეო სექტორის რეფორმირების საკითხი აქტუალური განხილვის საგანია, მაგრამ რეალური ღონისძიებები ჯერ არ განხორციელებულა. არ არსებობს ეროვნული სატყეო პოლიტიკა. მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად პოლიტიკის შემუშავებისა და რეფორმის პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, ან რადიკალურად შეიცვალა მიმართულება. სხვადასხვა ხელმძღვანელობის პერიოდში შემუშავდა სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის ათამდე პროექტი, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სუსტი იყო გადაწყვეტილების მიღების …

1990-იანი წლებიდან სატყეო სექტორის რეფორმირების საკითხი აქტუალური განხილვის საგანია, მაგრამ რეალური ღონისძიებები ჯერ არ განხორციელებულა. არ არსებობს ეროვნული სატყეო პოლიტიკა. მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად პოლიტიკის შემუშავებისა და რეფორმის პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, ან რადიკალურად შეიცვალა მიმართულება. სხვადასხვა ხელმძღვანელობის პერიოდში შემუშავდა სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის ათამდე პროექტი, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სუსტი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართვის პოლიტიკური ნება. სატყეო პოლიტიკის ყველა ვარიანტის შემუშავების დროს ხდებოდა მისი მისადაგება უკვე გადაწყვეტილ მთავრობის კურსთან.

ამდენად, ამ უარყოფითი ტენდენციების აღმოსაფხვრელად სექტორი საჭიროებს ძირეულ და გადაუდებელ რეფორმირებას - პოლიტიკის, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე. 

ნაშრომი მომზადებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში. ჩამოტვირთვა