რას უპირებს ხელისუფლება რაჭას?

mochrili_xeebi

უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღება მიიქცია მთავრობის გადაწყვეტილებებმა ონში ჰესების კასკადის მშენებლობისა და ხე–ტყის დამზადების 20 წლიანი ლიცენზიების გაყიდვის მიზნით აუქციონის გამოცხადების თაობაზე. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ახალი არაა: საქართველოს ხელისუფლება რაჭის ეკონომიკური განვითარების მთავარ მიმართულებად აირჩია ბუნებრივი რესურსების ფართო მასშტაბიანი ექსპლუატაცია: ტყის სამრეწველო ჭრა, წიაღისეულის მოპოვება, ჰიდროენერგორესურსების ათვისება. რაჭის უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ეს მიმართულება ნამდვილად …

»»»

მწვანე ალტერნატივა აპროტესტებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებას

Logging

ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2009 წლის 11 ივნისს გამოაცხადა აუქციონი ხე–ტყის დამზადების გრძელვადიანი სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით. გასაყიდ ობიექტებს წარმოადგენენ ამბროლაურის რაიონის ტყის ფართობები. ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოხდა ხელყოფა ადამიანების უფლებისა, მიიღოს მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რითაც დაირღვა ქვეყნის კანონმდებლობა. გარემოსთან, ტყეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გაუმჭვირვალედ მიღება ნებსით თუ უნებლიედ, ისინი ხელს უწყობს კორუფციის …

»»»

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს

კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე გარემოს დეგრადაციის ტემპმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია. გაერო-ს შეფასებით, გარემოს დეგრადაცია ერთ-ერთი მთავარია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას. ამდენად, გაერო-მ ათასწლეულის განვითარების მიზნად გლობალური ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება დაისახა და ეს ძირეულად დაუკავშირა დემოკრატიის განვითარებას, სიღარიბის დაძლევასა და ადამიანთა კეთილდღეობის შენარჩუნებას. პროგრესულმა საზოგადოებამ, გაისიგრძეგანა რა არსებული საფრთხეები, 21-ე საუკუნეში …

»»»