საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტები და მათი ზეგავლენა გარემოსა და მოსახლეობაზე

მწვანე ალტერნატივა, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "2008 წლის აგვისტოს შემდგომი კრიზისის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება". პროექტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს დასახმარებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და დონორი მთავრობების მიერ გამოყოფილი თანხების საშუალებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება/შერბილება და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ალტერნატივების შეთავაზება. აგრეთვე, აგვისტოს ომის შედეგად …

მწვანე ალტერნატივა, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "2008 წლის აგვისტოს შემდგომი კრიზისის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება". პროექტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს დასახმარებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და დონორი მთავრობების მიერ გამოყოფილი თანხების საშუალებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება/შერბილება და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ალტერნატივების შეთავაზება. აგრეთვე, აგვისტოს ომის შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალის კომპენსაციის ხელშეწყობა. ჩამოტვირთვა


შენიშვნები შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარ ვარიანტზე.

baneri_GA

წარმოდგენილი დოკუმენტის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ პროექტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზი გადის დაცულ ტერიტორიებზე. ეს ცალსახად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამისად, დონორების რეგულაციებს. ამდენად, საჭიროა კიდევ უფრო მეტად იქნეს დასაბუთებული დაცულ ტერიტორიების გავლით ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების აუცილებლობა. ამ დოკუმენტში წარმოდგენილი მასალა არ არის საკმარისი, იმის დასაბუთებისათვის, რომ არ იქნება დარღვეული გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე–5 მუხლში …

წარმოდგენილი დოკუმენტის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ პროექტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზი გადის დაცულ ტერიტორიებზე. ეს ცალსახად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამისად, დონორების რეგულაციებს. ამდენად, საჭიროა კიდევ უფრო მეტად იქნეს დასაბუთებული
დაცულ ტერიტორიების გავლით ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების აუცილებლობა. ამ დოკუმენტში წარმოდგენილი მასალა არ არის საკმარისი, იმის დასაბუთებისათვის, რომ არ იქნება დარღვეული გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე–5 მუხლში მოცემულ გარემოს დაცვის პრინციპები, კერძოდ "პრიორიტეტულობის პრინციპი" – 
"ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს სხვა, ნაკლებრისკიანი, თუნდაც უფრო ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლებადღირებული ქმედებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგად ზარალის
ანაზღაურების ხარჯებს".

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარ ვარიანტზე.