შენიშვნები და კომენტარები, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების თაობაზე

მსოფლიო ბანკი გეგმავს 66 კმ სიგრძის ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობას და ამისთვის გათვალისწინებული აქვს 60 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა. პროექტის მთლიანი სავარაუდო ღირებულება ცნობილი არ არის.   ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-მ განახორციელა საველე გასვლები პროექტის შესაძლო ზემოქმედების ქვეშ მყოფ სოფლებში (უჯარმა, პალდო, ოთარაანთი, სასადილო, გომბორი). ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ და შესაბამისად, არც პროექტთან დაკავშირებულ …

gzaმსოფლიო ბანკი გეგმავს 66 კმ სიგრძის ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობას და ამისთვის გათვალისწინებული აქვს 60 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა. პროექტის მთლიანი სავარაუდო ღირებულება ცნობილი არ არის.  

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-მ განახორციელა საველე გასვლები პროექტის შესაძლო ზემოქმედების ქვეშ მყოფ სოფლებში (უჯარმა, პალდო, ოთარაანთი, სასადილო, გომბორი). ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ და შესაბამისად, არც პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ფლობდნენ. ამასთან ვინაიდან, გზის მშენებლობა ზეგავლენას ახდენს ამ სოფლებზე, მოსახლეობის ნაწილმა გამოთქვა სურვილი აქტიური მონაწილეობა მიეღო დანიშნულ საჯარო განხილვაში და გამოეთქვათ თავისი შეშფოთება და სურვილები. ჩამოტვირთვა