ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის კამპანიაში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთნენ

baneri_GA

მწვანე ალტერნატივას და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" კამპანიას, რომელიც დაკავშირებულია "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან" საერთაშორისო ორგანიზაციები შეუერთდნენ. კამპანია მიზნად ისახავს, რომ პროექტის განხორციელებისას საქართველოს მთვარობის მიერ არ იქნეს გამოყენებული ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკისათვის ყველაზე დამანგრეველი მარშრუტი. ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელმა – PAN Parks Foundation – კამპანიის მხარდამჭერი წერილით მიმართა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. "შავი ზღვის …

»»»

მიმართვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებს

baneri_GA

მოგმართავთ "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან" დაკავშირებული პრობლემის გამო. ეს პროექტი ითვალისწინებს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია/მშენებლობას (დასავლეთ საქართველოდან აზერბაიჯანის და თურქეთის საზღვრამდე). პროექტს აფინანსებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KFW), საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებული საერთაშორისო დახმარების ფარგლებში. პროექტით გათვალისწინებული ელექტროგადაცემის …

»»»