ერთობლივი პრეს-კონფერენცია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვისთვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ხარჯვის თაობაზე

TSEMI_FOREST

2009 წლის 19 ივნისს, "ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში, გაიმართება მწვანე ალტერნატივასა და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს" შეხვედრა/პრეს-კონფერენცია: ბორჯომ-ხარაგაულისს ეროვნული პარკის დაცვის კამპანიის ფარგლებში საერთაშორისო დახმარება ეროვნული პარკის საზიანოდ არ უნდა დაიხარჯოს. შეხვედრაზე განხილული იქნება "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან" დაკავშირებული პრობლემები. საქართველოს მთავრობა დონორების მიერ რუსეთის აგრესიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხებით დაფინანსებული პროექტის განსახორციელებლად ირჩევს ისეთ მარშრუტს, რომელიც …

»»»

მრგვალი მაგიდა – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა პოლიტიკის განსაზღვრაში

baneri_GA

2009 წლის 5 ნოემბერს, პრაღის გლობალური პოლიტიკის ინსტიტუტის “გლოპოლის”-ისა და “ორჰუსის ცენტრი საქართველოში”-ს ორგანიზებით, ორჰუსის ცენტრში შედგა მრგვალი მაგიდა თემაზე “უნდა იყოს, თუ არა სამოქალაქო საზოგადოება ჩართული პოლიტიკის განსაზღვრაში?” – ჩეხეთის და საქართველოს სამოქალაქო სექტორის გამოცდილების გაზიარება ადვოკატირებაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე სხვა დაინტერესებულმა პირებმა. შეხვედრა …

»»»

დამფინანსებლები ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ინტერესებს დაიცავენ

baneri_GA

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მწვანე ალტერნატივას და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" ინიცირებულ ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის კამპანიას გამოეხმაურენ. "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის[1]" დამფინანსებლები იზიარებენ გარემოსდამცველთა თვალსაზრისს და აღნიშნავენ, რომ ეროვნული პარკის ინტერესერესები სრულად იქნება გათვალისწინებული პროექტის განხორციელებისას. მათ ეს საკითხი დაფინანსების წინაპირობად წაუყენეს საქართველოს მთავრობას. დონორებმა არასაკმარისად მიიჩნიეს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკზე გამავალი ელექტროგადაცემის მარშრუტის …

»»»

საერთაშორისო კამპანია ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დასაცავად

BORJOMI_FOREST_1

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი (CEE Bankwatch Network) ჩაება მწვანე ალტერნატივას და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის"ინიცირებულ ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის კამპანიაში. კამპანია მიზნად ისახავს, რომ "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან" პროექტის განხორციელებისას საქართველოს მთვარობის მიერ არ იქნეს გამოყენებული ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკისათვის ყველაზე დამანგრეველი მარშრუტი. "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი" ითვალისწინებს 500 კვ …

»»»