შენიშვნები და რეკომენდაციები თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე

შპს “საქართველოს რკინიგზა” გეგმავს თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლითი ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობასა და “დიდუბისა” და “ნავთლუღის” არსებული სარკინიგზო სადგურების მოდერნიზებას, რომლის განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციების მოსაპოვებლად მიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB). პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 290 მილიონ ევროს.  გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, შპს “საქართველოს რკინიგზის” მთავარი მიზანია პროექტის განხორციელების გზით სარკინიგზო ოპერაციების უსაფრთხოებისა და …

DSC08088შპს “საქართველოს რკინიგზა” გეგმავს თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლითი ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობასა და “დიდუბისა” და “ნავთლუღის” არსებული სარკინიგზო სადგურების მოდერნიზებას, რომლის განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციების მოსაპოვებლად მიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB). პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 290 მილიონ ევროს. 

გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, შპს “საქართველოს რკინიგზის” მთავარი მიზანია პროექტის განხორციელების გზით სარკინიგზო ოპერაციების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდა. პროექტის შემკვეთის განმარტებით, "საქართველოს რკინიგზა", ძირითადად, აწარმოებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სატრანზიტო გადაზიდვებს (აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან შავი ზღვის პორტებისაკენ); ეს არის სახიფათო ტვირთი, რომლის გადაზიდვაც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე დაუშვებელია. ჩამოტვირთვა


ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა გეგმით განსაზღვრულ სამ პრიორიტეტულ სფეროში

ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა გეგმით განსაზღვრულ სამ პრიორიტეტულ სფეროში  დოკუმენტში განხილულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მიღებული ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სამი პრიორიტეტული მიმართულების სფეროში (მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოს დაცვის ჩათვლით; რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცება; ტრანსპორტი და ენერგეტიკა). დოკუმენტი ასახავს მდგომარეობას 2009 წლის იანვრიდან ამავე წლის ოქტომბრამდე.  

ENP_AP_progress_in_priorityევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა გეგმით განსაზღვრულ სამ პრიორიტეტულ სფეროში 

დოკუმენტში განხილულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მიღებული ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სამი პრიორიტეტული მიმართულების სფეროში (მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოს დაცვის ჩათვლით; რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცება; ტრანსპორტი და ენერგეტიკა). დოკუმენტი ასახავს მდგომარეობას 2009 წლის იანვრიდან ამავე წლის ოქტომბრამდე.
 


საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტები და მათი ზეგავლენა გარემოზე

საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტები და მათი ზეგავლენა გარემოზე პუბლიკაციის მიზანია გამოყოს საერთაშორისო დახმარებით დაფინანსებული პროექტების პოტენციური გარემოსდაცვითი საფრთხეები,  საქართველოს კანონმდებლობის სუსტი მხარეები მსგავს საფრთხეებთან მიმართებაში და გამოავლინოს უარყოფითი ზემოქმედების შემცირების გზები.  

transparentსაქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტები და მათი ზეგავლენა გარემოზე

პუბლიკაციის მიზანია გამოყოს საერთაშორისო დახმარებით დაფინანსებული პროექტების პოტენციური გარემოსდაცვითი საფრთხეები,  საქართველოს კანონმდებლობის სუსტი მხარეები მსგავს საფრთხეებთან მიმართებაში და გამოავლინოს უარყოფითი ზემოქმედების შემცირების გზები.  


შენიშვნები და კომენტარები, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების თაობაზე

მსოფლიო ბანკი გეგმავს 66 კმ სიგრძის ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობას და ამისთვის გათვალისწინებული აქვს 60 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა. პროექტის მთლიანი სავარაუდო ღირებულება ცნობილი არ არის.   ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-მ განახორციელა საველე გასვლები პროექტის შესაძლო ზემოქმედების ქვეშ მყოფ სოფლებში (უჯარმა, პალდო, ოთარაანთი, სასადილო, გომბორი). ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ და შესაბამისად, არც პროექტთან დაკავშირებულ …

gzaმსოფლიო ბანკი გეგმავს 66 კმ სიგრძის ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობას და ამისთვის გათვალისწინებული აქვს 60 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა. პროექტის მთლიანი სავარაუდო ღირებულება ცნობილი არ არის.  

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-მ განახორციელა საველე გასვლები პროექტის შესაძლო ზემოქმედების ქვეშ მყოფ სოფლებში (უჯარმა, პალდო, ოთარაანთი, სასადილო, გომბორი). ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ და შესაბამისად, არც პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ფლობდნენ. ამასთან ვინაიდან, გზის მშენებლობა ზეგავლენას ახდენს ამ სოფლებზე, მოსახლეობის ნაწილმა გამოთქვა სურვილი აქტიური მონაწილეობა მიეღო დანიშნულ საჯარო განხილვაში და გამოეთქვათ თავისი შეშფოთება და სურვილები. ჩამოტვირთვა


საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტები და მათი ზეგავლენა გარემოსა და მოსახლეობაზე

მწვანე ალტერნატივა, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "2008 წლის აგვისტოს შემდგომი კრიზისის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება". პროექტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს დასახმარებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და დონორი მთავრობების მიერ გამოყოფილი თანხების საშუალებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება/შერბილება და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ალტერნატივების შეთავაზება. აგრეთვე, აგვისტოს ომის შედეგად …

მწვანე ალტერნატივა, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "2008 წლის აგვისტოს შემდგომი კრიზისის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება". პროექტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს დასახმარებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და დონორი მთავრობების მიერ გამოყოფილი თანხების საშუალებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება/შერბილება და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ალტერნატივების შეთავაზება. აგრეთვე, აგვისტოს ომის შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალის კომპენსაციის ხელშეწყობა. ჩამოტვირთვა


შენიშვნები შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარ ვარიანტზე.

baneri_GA

წარმოდგენილი დოკუმენტის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ პროექტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზი გადის დაცულ ტერიტორიებზე. ეს ცალსახად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამისად, დონორების რეგულაციებს. ამდენად, საჭიროა კიდევ უფრო მეტად იქნეს დასაბუთებული დაცულ ტერიტორიების გავლით ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების აუცილებლობა. ამ დოკუმენტში წარმოდგენილი მასალა არ არის საკმარისი, იმის დასაბუთებისათვის, რომ არ იქნება დარღვეული გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე–5 მუხლში …

წარმოდგენილი დოკუმენტის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ პროექტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზი გადის დაცულ ტერიტორიებზე. ეს ცალსახად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამისად, დონორების რეგულაციებს. ამდენად, საჭიროა კიდევ უფრო მეტად იქნეს დასაბუთებული
დაცულ ტერიტორიების გავლით ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების აუცილებლობა. ამ დოკუმენტში წარმოდგენილი მასალა არ არის საკმარისი, იმის დასაბუთებისათვის, რომ არ იქნება დარღვეული გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე–5 მუხლში მოცემულ გარემოს დაცვის პრინციპები, კერძოდ "პრიორიტეტულობის პრინციპი" – 
"ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს სხვა, ნაკლებრისკიანი, თუნდაც უფრო ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლებადღირებული ქმედებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგად ზარალის
ანაზღაურების ხარჯებს".

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარ ვარიანტზე.


ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების ეფექტურობის შეფასება

ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების ეფექტურობის შეფასება  პუბლიკაციაში განხილულია ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში, შეფასებულია შესრულების ეფექტურობა და ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ხელს უწყობს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. შეფასება მოიცავს 2007-2008 წლების პერიოდს – ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის ხელმოწერიდან, 2008 წლის დასასრულამდე.

marshali_geoევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების ეფექტურობის შეფასება 

პუბლიკაციაში განხილულია ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში, შეფასებულია შესრულების ეფექტურობა და ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ხელს უწყობს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. შეფასება მოიცავს 2007-2008 წლების პერიოდს – ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის ხელმოწერიდან, 2008 წლის დასასრულამდე.


საქართველოს სატყეო სექტორის პოლიტიკის ანალიზი.

mochrili_xeebi

1990-იანი წლებიდან სატყეო სექტორის რეფორმირების საკითხი აქტუალური განხილვის საგანია, მაგრამ რეალური ღონისძიებები ჯერ არ განხორციელებულა. არ არსებობს ეროვნული სატყეო პოლიტიკა. მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად პოლიტიკის შემუშავებისა და რეფორმის პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, ან რადიკალურად შეიცვალა მიმართულება. სხვადასხვა ხელმძღვანელობის პერიოდში შემუშავდა სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის ათამდე პროექტი, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სუსტი იყო გადაწყვეტილების მიღების …

1990-იანი წლებიდან სატყეო სექტორის რეფორმირების საკითხი აქტუალური განხილვის საგანია, მაგრამ რეალური ღონისძიებები ჯერ არ განხორციელებულა. არ არსებობს ეროვნული სატყეო პოლიტიკა. მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად პოლიტიკის შემუშავებისა და რეფორმის პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, ან რადიკალურად შეიცვალა მიმართულება. სხვადასხვა ხელმძღვანელობის პერიოდში შემუშავდა სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის ათამდე პროექტი, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სუსტი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართვის პოლიტიკური ნება. სატყეო პოლიტიკის ყველა ვარიანტის შემუშავების დროს ხდებოდა მისი მისადაგება უკვე გადაწყვეტილ მთავრობის კურსთან.

ამდენად, ამ უარყოფითი ტენდენციების აღმოსაფხვრელად სექტორი საჭიროებს ძირეულ და გადაუდებელ რეფორმირებას - პოლიტიკის, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე. 

ნაშრომი მომზადებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში. ჩამოტვირთვა


შენიშვნები და კომენტარები აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პირველი ვარიანტის თაობაზე

DSC04919

2008 წლის 19 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოაქვეყნა “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პირველი ვარიანტი, რომლის გამოქვეყნებიდან დაიწყო აღნიშნული დოკუმენტის საჯარო განხილვების 120-დღიანი ციკლი.  პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 7 მილიონ ევროს (3 მილიონი ევრო – სესხი, 4 მილიონი ევრო – გრანტი), რომლის გამოყოფა იგეგმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების …

2008 წლის 19 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოაქვეყნა “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პირველი ვარიანტი, რომლის გამოქვეყნებიდან დაიწყო აღნიშნული დოკუმენტის საჯარო განხილვების 120-დღიანი ციკლი. 
პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 7 მილიონ ევროს (3 მილიონი ევრო - სესხი, 4 მილიონი ევრო - გრანტი), რომლის გამოყოფა იგეგმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (ერგბ) და შვედეთის ფონდის შიდა-ს მიერ. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პირველი ვარიანტის თანახმად, პროექტის მიზანია მყარი ნარჩენების მართვა აჭარის მთელ ტერიტორიაზე, რაც ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. კერძოდ, პირველ ეტაპზე აქცენტი გადატანილი იქნება ქ. ბათუმზე, მის 
ახლომდებარე კურორტ ქობულეთსა და სანაპირო ზონაზე და ხელვაჩაურის ავტომაგისტრალის გასწვრივ მიმდებარე ტერიტორიაზე. მეორე ეტაპზე მოხდება მყარი ნარჩენების მართვის მოწინავე მეთოდების დანერგვა აჭარის სოფლებში. პროექტის 
განხორციელების არეალი მოიცავს ტერიტორიას შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ, სადაც ცხოვრობს აჭარის მოსახლეობის დაახლოებით 80%. 

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-სა და CEE BANKWATCH NETWORK-ის შენიშვნები და კომენტარები აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პირველი ვარიანტის თაობაზე