რას უპირებს ხელისუფლება რაჭას?

mochrili_xeebi

უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღება მიიქცია მთავრობის გადაწყვეტილებებმა ონში ჰესების კასკადის მშენებლობისა და ხე–ტყის დამზადების 20 წლიანი ლიცენზიების გაყიდვის მიზნით აუქციონის გამოცხადების თაობაზე. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ახალი არაა: საქართველოს ხელისუფლება რაჭის ეკონომიკური განვითარების მთავარ მიმართულებად აირჩია ბუნებრივი რესურსების ფართო მასშტაბიანი ექსპლუატაცია: ტყის სამრეწველო ჭრა, წიაღისეულის მოპოვება, ჰიდროენერგორესურსების ათვისება. რაჭის უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ეს მიმართულება ნამდვილად …

»»»

მწვანე ალტერნატივა აპროტესტებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებას

Logging

ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2009 წლის 11 ივნისს გამოაცხადა აუქციონი ხე–ტყის დამზადების გრძელვადიანი სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით. გასაყიდ ობიექტებს წარმოადგენენ ამბროლაურის რაიონის ტყის ფართობები. ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოხდა ხელყოფა ადამიანების უფლებისა, მიიღოს მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რითაც დაირღვა ქვეყნის კანონმდებლობა. გარემოსთან, ტყეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გაუმჭვირვალედ მიღება ნებსით თუ უნებლიედ, ისინი ხელს უწყობს კორუფციის …

»»»

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს

კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე გარემოს დეგრადაციის ტემპმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია. გაერო-ს შეფასებით, გარემოს დეგრადაცია ერთ-ერთი მთავარია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას. ამდენად, გაერო-მ ათასწლეულის განვითარების მიზნად გლობალური ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება დაისახა და ეს ძირეულად დაუკავშირა დემოკრატიის განვითარებას, სიღარიბის დაძლევასა და ადამიანთა კეთილდღეობის შენარჩუნებას. პროგრესულმა საზოგადოებამ, გაისიგრძეგანა რა არსებული საფრთხეები, 21-ე საუკუნეში …

»»»

მოწვევა ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად.

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის მხარეებიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად. იხილეთ ვრცლად

»»»

განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული გადაცემის თაობაზე

2009 წლის 4 აპრილს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავიდა გადაცემა "ოჩოს ქოხი". ამ გადაცემის მაყურებელი ცხოველთა მიმართ სისასტიკის გამოჩენისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტების მოწმე გახდა. ეთერში გასულ კადრებზე ნათლად ჩანდა, რომ ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება ხდებოდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რაც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამასთანავე, ამ კადრებს ახლდა კომენტარები, რომლებიც შეიცავდნენ ამგვარი ქმედებების …

»»»

მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე

პრესრელიზი მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ ორგანიზაციამ საჩივარს არ დაურთო ის დოკუმენტი, რომლის განსაიდუმლოებასაც ითხოვდა ა.წ. 16 მარტს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინიტრს ნიკა გილაურს და მოითხოვა შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყალის” 100% წილების შპს “მალტიპლექს ენერჯი ლიმითედისათვის” გადაცემის …

»»»

მოწვევა შეხვედრაზე: “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა – შესრულების სტატუსი გარემოსდაცვით სექტორში”.

 მოწვევა სამუშაო შეხვედრაზე ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ სამუშაო შეხვედრაზე: "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა – შესრულების სტატუსი გარემოსდაცვით სექტორში". შეხვედრა გაიმართება ამა წლის 29 აპრილს თბილისში (შეხვედრის ჩატარების ზუსტი დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია მოგვინებით გავცელდება).  შეხვედრაზე განსახილველად წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის მიერ მომზადებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორცილების ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების …

»»»

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესრულებას საქართველოს გარემოსდაცვის სექტორში,შეფასების პროექტთან დაკავშირებით შენიშვნების მოწოდება

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” გაცნობებთ რომ, ორგანიზაციის მიერ შემუშავებულია შეფასების პროექტი, რომელიც აფასებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესრულებას საქართველოს გარემოსდაცვის სექტორში, მთავრობისა და ევროკომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას. გთხოვთ, მოგვაწოდოთ წერილობითი შენიშვნები წარმოდგენილ შეფასებასთან დაკავშირებით 2009 წლის 10 მარტის ჩათვლით მისამართზე: greenalt@greenalt.org

»»»

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბატონ გოგა ხაჩიძეს

მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბატონ გოგა ხაჩიძეს ტყითსარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიების სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობასთან დაკაშირებით რეაგირების თაობაზე. 

»»»

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” ალ. დიუმას ცენტრში გამართავს შეხვედრას თემაზე: “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა – შესრულების სტატუსი გარემოსდაცვით სექტორში”

ძვირფასო მეგობრებო,  ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" გაცნობებთ, რომ ამა წლის 13 თებერვალს, 10.30-15.00 სთ-მდე, ალ. დიუმას ცენტრში, (გუდიაშვილის ქ.10) გაიმართება შეხვედრა თემაზე: "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა – შესრულების სტატუსი გარემოსდაცვით სექტორში". განსახილველად წარმოდგენილი იქნება ასოციაციის მიერ შემუშავებული შეფასების პროექტი, რომელიც აფასებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესრულებას საქართველოს გარემოსდაცვის სექტორში, მთავრობისა და ევროკომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას. შეხვედრა ტარდება ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”-ს, …

»»»

Page 2 of 3123