მწვანე ალტერნატივას შეფასებითი ანგარიშის განხილვა

abra GA

მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც ასახავს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის ზოგიერთი პრიორიტეტის შესრულების მდგომარეობას 2010 წლის იანვარი-ნოემბრის განმავლობაში. იხილეთ დოკუმენტი ინგლისურ ენაზე

»»»

სამცხე ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილი ჰიდრო ელექტროსადგურები

სამცხე ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილი ჰიდრო ელექტროსადგურები

»»»

ორჰუსის კონვენციის განხორციელების თაობაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული მესამე ეროვნული ანგარიშის შესახებ

abra GA

2010 წლის 18 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარადგინა შენიშვნები საქართველოში ორჰუსის კონვენციის განხორციელების მდგომარეობის თაობაზე სამინისტროს მიერ მომზადებულ მესამე ეროვნულ ანგარიშზე; 3 ნოემბერს კი, ორგანიზაციამ მიიღო ორჰუსის კონვენციის ეროვნული პასუხისმგებელი პირის საპასუხო განმარტებები წარდგენილ შენიშვნებზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად "ორჰუსის კონვენციის განხორციელების ანგარიშიც" და საპასუხო განმარტებებიც ძალზე სუსტია და შეიცავს …

»»»

„მწვანე ალტერნატივამ“ საჩივრით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს

baneri_GA

2010 წლის 4 ნოემბერს „მწვანე ალტერნატივამ“ საჩივრით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, გამოკვლეულ იქნეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ქარტიის წესდების დარღვევის ფაქტი. საქმე ეხება 2010 წლის 2 და 3 ნოემბერს სამ მედია საშუალებაში (გაზეთი „24 საათი“, ახალი ამბების სააგენტო „ჯიეიჩენი“ და ინტერნეტ-გაზეთი „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“) გამოქვეყნებულ იდენტური შინაარსის მქონე სტატიას, …

»»»

Multiplex Energy Limited: მთავრობისგან მიღებული უკვე ცნობილი და დღემდე უცნობი შეღავათები

baneri_GA

2008 წლის მაისიდან მწვანე ალტერნატივა ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია შპს Multiplex Energy Limited-ის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომელსაც 2008 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გადაეცა შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილები.  ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განმარტებით, შპს Multiplex Energy Limited-თან გაფორმებული …

»»»

მრგვალი მაგიდის შეხვედრა ქ. თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით

DSC04640

ამა წლის 11 ივნისს საქართველოს ორჰუსის ცენტრის ოფისში გაიმართება ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისა და დიდი ლილოს მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის მრგვალი მაგიდის შეხვედრა „ქ. თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მშენებლობასა და ექსპლუატაციის პროექტ“-თან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება სოფ. დიდი ლილოს და ნორიოს თემის ტერიტორიებზე.  შეხვედრაზე განხილული იქნება პროექტთან დაკავშირებული პრობლემები. ქ. თბილისის მერიის მიერ პროექტი ხორციელდება …

»»»

გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომლის მოპოვებასაც მწვანე ალტერნატივა უკვე ორი წელია ცდილობს, განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე

გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომლის მოპოვებასაც მწვანე ალტერნატივა უკვე ორი წელია ცდილობს, განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე   2010 წლის ივნისში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე მწვანე ალტერნატივამ აღმოაჩინა გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომლის განსაიდუმლოებასაც ორგანიზაცია სასამართლოს საშუალებით დღემდე ითხოვს. საქმე ეხება შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, საქართველოს …

»»»

მოწვევა შეხვედრაზე

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ მორიგი ანგარიშის „სახელმწიფო ქონების აგრესიული პრივატიზების პოლიტიკა, ანუ „პრივატიზება ქართულად“-2„ – პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება ამა წლის 29 აპრილს, ხუთშაბათს, თბილისში, სასტუმრო ვერე-პალასის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ქუჩიშვილის ქ. 24/8), 13.00-დან-15.00 სთ-მდე, 2007 წელს მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა პირველი ანგარიში – „სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა, ანუ „პრივატიზება ქართულად““, რომელშიც აღწერილი იყო 2005-2007 წლებში ორგანიზაციის …

»»»

მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი

baneri_GA

22 თებერვალს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საჩივარი შეეხება საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის გაფორმებელი შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების ანგარიშს, რომლის მოპოვებას მწვანე ალტერნატივა 2009 წლის მაისიდან უშედეგოდ ცდილობს. საქართველს …

»»»

ტრენინგები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინიტროს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებისათვის

abra GA

2010 წლის 20-23 და 25-28 იანვარს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ჩაატარა ოთხდღიანი ტრენინგები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინიტროს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებისათვის თემაზე: "ინსპექტირების პროცედურები და პრაქტიკული ასპექტები".

»»»

Page 1 of 212