საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები

baneri_GA

მწვანე ალტერნატივა გიწვევთ ახალი საჯარო პოლიტიკის ნარკვევის პროექტის განხილვაზე. ჩამოტვირთეთ საჯარო პოლიტიკის ნარკვევი „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები“. დოკუმენტის განხილვა შედგება 2011 წლის 5 მაისს (ხუთშაბათი), 15:00 სთ-ზე, მწვანე ალტერნატივას ოფისში (ფალიაშვილის ქ. 27/29). შეხვედრა ღიაა ყველა მსურველისთვის. გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა ა.წ. 4 მაისამდე მისამართზე: greenalt@greenalt.org ან დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 29 27 73 ან 22 38 74.

»»»

საქართველოს ქსელის ჩამოყალიბება გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობისათვის

baneri_GA

2011 წლის 20 აპრილს, 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ (რუსთაველის გამზ. №13) გაიმართება მწვანე ალტერნატივას პროექტის „საქართველოს ქსელის ჩამოყალიბება გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობისათვის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანასური დახმარებით და მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერებას. პრეზენტაციაზე მწვანე ალტერნატივა წარადგენს ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გასწია ორგანიზაციამ საქართველოს რამოდენიმე …

»»»

ანგარიშის პრეზენტაცია – “საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში”

baneri_GA

ერთად დავეხმაროთ საქართველოს მოსახლეობას დაიცვას საკუთრების უფლება! ანგარიშის პრეზენტაცია “საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში ( გონიოს მაგალითი ) დრო: 5 აპრილი, 14:00-15:30სთ ადგილი: სასტუმრო ”თბილისი მარიოტი”, წვეულებათა დარბაზი. იხილეთ სრული ტექსტი

»»»

ერთობლივი ანგარიშის პრეზენტაცია:“საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში“

baneri_GA

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და “საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია” გიწვევთ ანგარიშის “საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში“ პრეზენტაციაზე. პრეზენტაცია გაიმართება ა.წ. 5 აპრილს, 14:00-15:30 საათამდე სასტუმრო თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში. სინქრონული თარგმანი ინგლისურ ენაზე უზრუნველყოფილია. პროექტი მიმდინარეობს ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო“ მხარდაჭერით.

»»»