საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

LAGODEXI

27 ოქტომბერი 2011, 12:00, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სათათბირო ოთახში შედგა კომიტეტის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტრესებული საზოგადოების წარმომადგენლები. სხდომაზე განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის კანონპროექტები, რომლებიც ეხება დაცული ტერიტორიების ფარგლებში ნადირობისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მოპოვების საკითხებს: • საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილებების …

»»»

კომპანია Trans Electrica, Ltd-ს განცხადება

„გატყობინებთ, რომ კომპანია Trans Electrica, Ltd., რომელიც ძირითადად მოღვაწეობს ჰიდროენერგეტიკული პროექტების დაგეგმვის, კვლევის, განხორციელების, ექსპლუატაციისა და მართვის სფეროში, ახორციელებს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ხოლო განსახლების სამოქმედო გეგმას (RAP) ამზადებს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია (APLR). მოცემულ ეტაპზე მომზადებულია წინასწარი (სკოპინგის) ანაგარიში (ანგარიშის …

»»»

დისკუსია – დიდი ჰიდროელექტროსადგურები კლიმატის ცვლილების კონტექსტში

Enguri40

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ დისკუსიაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში, თემაზე: დიდი ჰიდროელექტროსადგურები კლიმატის ცვლილების კონტექსტში. შეხვედრაზე განხილული იქნება დიდი ჰიდროელექტროსადგურების (ნამახვანის, ხუდონის და სხვ.) მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში და ასევე მათი ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე, ეკონომიკასა და გარემოზე. განხილული იქნება, აგრეთვე, საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებების შესაბამისობა ევროკავშირის დირექტივებსა და მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასთან. შეხვედრა ჩატარდება 2011 …

»»»

საჯარო განხილვის ოქმი

IMG_0457

ტყის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვის პირველი ოქმი. 

»»»

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას პოზიცია კანონპროექტთან „ტყის შესახებ“ დაკავშირებით

DSC00537

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას პოზიცია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან „ტყის შესახებ“ დაკავშირებით.

»»»

ტყის რეფორმა და ახალი სატყეო კანონმდებლობა

xaraguli-2

საქართველოს სატყეო სექტორთან დაკავშირებული ახალი ინიციატივის შესახებ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა 2011 წლის ივლისის ბოლოს, როდესაც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა განცხადებები. მინისტრის თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობისათვის იხსნებოდა ყველანაირი შეზღუდვა და მათ ნებისმიერი ოდენობით შეეძლებოდათ საკუთარი საჭიროებისათვის საშეშე და სამასალე მერქნის მოპოვება; გარდა ამისა, უკვე აგვისტოდან დაიწყებოდა ტყის მასივების გაყიდვა 49-წლიანი იჯარით. …

»»»

სიტუაციის ანალიზი

abra GA

2011 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობის სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ენერგეტიკის სამინისტროების ნაცვლად, შეიქმნა გარემოს დაცვის სამინისტრო და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ამ უკანასკნელს ყოფილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები გადაეცა: გარემოს დაცვის ინსპექცია, საგამოძიებო დეპარტამენტი და სსიპ სატყეო სააგენტო. ეს ერთეულები მოგვიანებით დაიშალა. …

»»»

მწვანე ალტერნატივა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სასამართლოში უჩივის

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 1 სექტემრის N 175 ბრძანების გაუქმება, რომლითაც დამტკიცდა „ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობები“ (სტილი დაცულია). მწვანე ალტერნატივას მიაჩნია, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბრძანება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გამოსცა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. 

»»»