მწვანე ალტერნატივა პრეზიდენტის განკარგულების ასლს ითხოვს

მოპასუხე მხარე: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2008 წლის 10 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა 245-ე განკარგულება ქ.თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ. ასევე, 2008 წლის 14 მაისს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს შორის ხელშეკრულების გაფორმების დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა №323 განკარგულება „ქ. თბილისის, რუსთავისა …

»»»

მწვანე ალტერნატივა ითხოვს სემეკის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას

მოპასუხე მხარე: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) მესამე პირი:  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. 2010 წლის 26  ოქტომბერს სემეკმა მიიღო დადგენილება, რომლითაც  შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” გამრიცხველიანებული მომხმარებლებისათვის გაიზარდა წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით, კერძოდ კი, არ გამოქვეყნებულა სემეკის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების …

»»»

მწვანე ალტერნატივა ითხოვს სემეკის გადაწყვეტილების ბათილობას, საიდუმლოდ მიჩნეული საჯარო ინფორმაციის განსაიდუმლოებასა და ინფორმაციის გადაცემას

მწვანე ალტერნატივა ითხოვს სემეკის გადაწყვეტილების ბათილობას,  საიდუმლოდ მიჩნეული საჯარო ინფორმაციის განსაიდუმლოებასა და ინფორმაციის გადაცემას მოპასუხე მხარე: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 2010 წლის ნოემბერში პრესით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სემეკმა "წყალმომარაგების ტარიფების შესახებ" დადგენილებაში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მომხმარებელთათვის იზრდებოდა წყალმომარაგების ტარიფი. აღნიშნულიდან გამომდინარე, …

»»»