როგორ დავიცვათ მშენებარე გზის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის უფლებები და ინტერესები – მოქალაქის გზამკვლევი

სახელმძღვანელო განკუთვნილია იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც განიცდიან საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების ზემოქმედებას. აღნიშნული სახელმძღვანელო ასევე სასარგებლო იქნება იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, გარემოს დაცვას და ადვოკატირებას. ჩამოტვირთვა  

საქართველოს ეკოლოგიური „ცხელი წერტილები“ – 2011

"მწვანე ალტერნატივას" ამ გამოცემაში თავმოყრილია საქართველოში არსებული ეკოლოგიური "ცხელი წერტილების" მოკლე მიმოხილვა. გამოცემაში მოყვანილია ის ობიექტები, რომლებიც უკვე იქცნენ გარემოს დაბინძურებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხედ. ასევე, ჩამოთვლილია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ნუსხა, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას მოახდენენ, ან უკვე ახდენენ, როგორც ადგილობრივ ეკოსისტემებსა და გარემოზე, ისე ადგილობრივ მოსახლეობაზე. ჩამოტვირთვა

ნაგავსაყრელების მოწყობასა და მართვასთან დაკავშირებული ზოგიერთი აქტუალური საკითხი

საქართველოში,  ნარჩენების ნაგავსაყრელებზე განთავსება, ნარჩენების მართვის ფორმებს შორის, ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა და სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, სულ მცირე, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.  ოფიციალური მონაცემებით,  ქვეყანაში 63  აღრიცხული ე.წ. „მართვადი“  ნაგავსაყრელია,  თუმცა ამ ნაგავსაყრელების გარდა აღურიცხავია უამრავი ნაგავსაყრელი,  რომელიც    ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემის გაუმართაობის გამო,  წლების განმავლობაში სპონტანურად ჩამოყალიბდა საქართველოს თითქმის ყველა დასახლებული პუნქტის სიახლოვეს. ჩამოტვირთვა

nagavsayreliსაქართველოში,  ნარჩენების ნაგავსაყრელებზე განთავსება, ნარჩენების მართვის ფორმებს შორის, ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა და სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, სულ მცირე, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.  ოფიციალური მონაცემებით,  ქვეყანაში 63  აღრიცხული ე.წ. „მართვადი“  ნაგავსაყრელია,  თუმცა ამ ნაგავსაყრელების გარდა აღურიცხავია უამრავი ნაგავსაყრელი,  რომელიც    ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემის გაუმართაობის გამო,  წლების განმავლობაში სპონტანურად ჩამოყალიბდა საქართველოს თითქმის ყველა დასახლებული პუნქტის სიახლოვეს. ჩამოტვირთვა

წყალი – პრეზიდენტის სასახლიდან ჩვენს ონკანამდე, ანუ “პრივატიზება ქართულად”-3

ანგარიშში ასახულია თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების პროცესის მონიტორინგის შედეგები.  ჩამოტვირთვა საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით და ქვეყანა არ განიცდის რესურსის ნაკლებობას წყალზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად; თუმცა, ქვეყნის ტერიტორიაზე რესურსის არათანაბრი გადანაწილება (უპირატესად თავმოყრილია საქართველოს დასავლეთ ნაწილში, მაშინ, როცა აღმოსავლეთის რეგიონები ხშირად წყლის მწვავე ნაკლებობას განიცდიან) და წყალმომარაგების სისტემების გაუმართაობა და ზოგიერთ შემთხვევაში კი, არარსებობა, მნიშვნელოვანად ზღუდავს სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას. 

ანგარიშში ასახულია თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების პროცესის მონიტორინგის შედეგები.  ჩამოტვირთვა

საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით და ქვეყანა არ განიცდის რესურსის ნაკლებობას წყალზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად; თუმცა, ქვეყნის ტერიტორიაზე რესურსის არათანაბრი გადანაწილება (უპირატესად თავმოყრილია საქართველოს დასავლეთ ნაწილში, მაშინ, როცა აღმოსავლეთის რეგიონები ხშირად წყლის მწვავე ნაკლებობას განიცდიან) და წყალმომარაგების სისტემების გაუმართაობა და ზოგიერთ შემთხვევაში კი, არარსებობა, მნიშვნელოვანად ზღუდავს სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას. 

კაშხლები, მდინარეები და ჩვენი უფლებები – სახელმძღვანელო კაშხლების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული თემებისთვის

ეს სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება ჰესების პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობისთვის და დაეხმარება მათ თავისი უფლებების, ინტერესებისა და საარსებო გარემოს დაცვაში. ჩამოტვირთვა

ეს სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება ჰესების პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობისთვის და დაეხმარება მათ თავისი უფლებების, ინტერესებისა და საარსებო გარემოს დაცვაში. ჩამოტვირთვა

საქართველოს საგარეო ვალი და მდგრადი განვითარება

ამ საინფორმაციო ბროშურაში შეგიძლიათ გაეცნოთ  1996-2011 წლებში საქართველოს საგარეო ვალის დინამიკას. საქართველოს საგარეო ვალის მკვეთრი ზრდა 1996  წლიდან დაიწყო,  როდესაც საქართველოს მთავრობამ ინტენსიურად დაიწყო ვალის აღება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან. ჩამოტვირთვა

საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა დაბა მესტიის მაგალითზე

ანგარიშში აღწერილია საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები და ზოგადად, განსახლებასთან დაკავშირებული პრობლემები მესტიასა და გონიოში მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების განხორციელებისას. ანგარიშები ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის – ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ – ერთობლივი მუშაობის პროდუქტია. ჩამოტვირთვა

ანგარიშში აღწერილია საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები და ზოგადად, განსახლებასთან დაკავშირებული პრობლემები მესტიასა და გონიოში მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების განხორციელებისას. ანგარიშები ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის - ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ - ერთობლივი მუშაობის პროდუქტია. ჩამოტვირთვა

როგორ დავგეგმოთ და ვაწარმოოთ ადვოკატირების კამპანია გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობისათვის – სახელმძღვანელო

სახელმძღვანელო განკუთვნილია გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისთვის, თუმცა, ის თანაბრად სასარგებლო იქნება სხვა სფეროებში მოღვაწე იმ ჯგუფებისთვისაც, რომლებიც ადვოკატირების გზით ცდილობენ საკუთარი მიზნების მიღწევას. სახელმძღვანელოში მოცემულია რჩევები ადვოკატირების კამპანიის უკეთ დაგეგმვისა და განხორციელებისათვის, ასევე აღწერილია ადვოკატირების კონკრეტული ინსტრუმენტები. ჩამოტვირთვა

ორჰუსის კონვენციის განხორციელება საქართველოში

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში ორჰუსის კონვენციის შესრულების მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული მოსაზრებები. გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენცია (ორჰუსის კონვენცია) საქართველოში ძალაშია 2000 წლიდან. საქართველოს მთავრობა რეგულარულად, სამ წელიწადში ერთხელ, წარუდგენს კონვენციის სამდივნოს კონვენციის შესრულების შესახებ ანგარიშს. ჩამოტვირთვა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი – "საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები" ერთ-ერთია მწვანე ალტერნატივას მიერ მომზადებული ანალიტიკური ნაშრომებიდან, რომლებიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება. მისი მიზანია წამოწიოს საჯარო პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში გადაუდებლად გადასაჭრელი საკითხები და ხელი შეუწყოს დისკუსიას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და გარემოსდაცვითი მიზნების ჰარმონიულად მიღწევის გზებზე. ჩამოტვირთვა

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი - "საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები" ერთ-ერთია მწვანე ალტერნატივას მიერ მომზადებული ანალიტიკური ნაშრომებიდან, რომლებიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება. მისი მიზანია წამოწიოს საჯარო პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში გადაუდებლად გადასაჭრელი საკითხები და ხელი შეუწყოს დისკუსიას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და გარემოსდაცვითი მიზნების ჰარმონიულად მიღწევის გზებზე. ჩამოტვირთვა

Page 1 of 212