მწვანე ალტერნატივას მიმართვა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტთან დაკავშირებით

abra GA

მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტთან დაკავშირებით. კანონპროექტით შემოთავაზებულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველებისა და მცენარეების გარემოდან ამოღების ახალ წესები და პროცედურები. მწვანე ალტენატივამ განცხადება, ასევე შენიშვნები და რეკომენდაციები გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიუროს წევრებს, კომიტეტებსა და ფრაქციებს, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების …

»»»

„მწვანე ალტერნატივას“ და „სტეფანწმიდას“ შენიშვნები დარიალის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშსა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმაზე

baneri_GA

„მწვანე ალტერნატივამ“ და „სტეფანწმიდამ“ მოამზადეს და პროექტის განმახორციელებელს შპს „დარიალი ენერჯის“ წარუდგინეს შენიშვნები დარიალის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშსა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმაზე. პროექტი ითვალისწინებს მდ. თერგის ხეობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. დარიალი ჰესი ენერგოსისტემას მიუერთდება დარიალის 110 კვ-იანი ხაზით, რომელიც აერთებს საქართველოსა …

»»»

განცხადება ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის თაობაზე

DSC_0234

ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს უახლოეს მომავალში მდინარე რიონზე, ისტორიული ლეჩხუმის ტერიტორიაზე, ნამახვანის ჰესების კასაკადის მშენებლობის დაწყების შესახებ.  გვსურს განვაცხადოთ, რომ ქვეყნისა და მოსახლეობისათვის ოპტიმალური გადაწყვეტილება, აშენდეს თუ არა გიგანტური ჰესი, მიღებული უნდა იქნეს ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით და საზოგადოების აქტიური მონაწილეობით. ამ პროცესის გარეშე მშენებლობის დაწყების დაანონსება სცილდება …

»»»

„საქართველოს მწვანე ქსელის“ განცხადება საქართველოს სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმების თაობაზე

Forest

ბოლო პერიოდში მედია-საშუალებებისა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია სატყეო სექტორში დაგეგმილი თუ დაწყებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ. მეტად საგანგაშოა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ მოსახლეობას შეუზღუდავი რაოდენობის ხე–ტყის მოპოვების საშუალება მიეცემა, ხოლო კომერციული ტყითსარგებლობის ფორმად 49 წლიანი იჯარა დადგინდება. ამის ერთადერთი დასაბუთება, რომელიც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა …

»»»

მწვანე ალტერნატივას წერილი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს სატყეო სექტორთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მოწოდების თაობაზე

BORJOMI1

მწვანე ალტერნატივას წერილი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბატონ ალექსანდრე ხეთაგურს – სატყეო სექტორთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მოწოდების თაობაზე. ჩამოტვირთვა

»»»

საქართველოს მთავრობას, Trans Electrica Limited, Trans Electrica Limited (Georgia), შპს. “ენერგოტრანსს” და შპს. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი

abra GA

იხილეთ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესუსრების სამინისტროს მიერ მოწოდებული - 2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობას, Trans Electrica Limited, Trans Electrica Limited (Georgia), შპს. "ენერგოტრანსს" და შპს. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. ჩამოტვირთვა

»»»

მოწვევა მრგვალ მაგიდაზე: “საქართველოს საგარეო ვალი – გამოწვევევები და პერსპექტივები მდგრადი განვითარებისთვის”

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა და ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო" გიწვევთ მრგვალ მაგიდაზე: "საქართველოს საგარეო ვალი – გამოწვევევები და პერსპექტივები მდგრადი განვითარებისთვის". შეხვედრა ჩატარდება 2011 წლის 14 ივლისს, 14.00–16.00 სთ-ზე, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის ქ. 10). შეხვედრა ტარდება ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, კოალიცია "გამჭვირვალე დახმარება საქართველოსთვის" ფარგლებში. იხილეთ შეხვედრის მასალა: …

»»»

ანგარიშის პრეზენტაცია – „საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში დაბა მესტიის მაგალითზე“

DSC00817

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საქართველოს რეგიონაული მედიის ასოციაცია და ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო" გიწვევთ ერთობლივი ანგარიშის პრეზენტაციაზე „საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში დაბა მესტიის მაგალითზე“ შეხვედრა ჩატარდება 2011 წლის 12 ივლისს, 12.00–14.00 სთ-ზე, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის ქ. 10). პროექტი მიმდინარეობს ფონდი "ღია საზოგადოება – …

»»»

შენიშვნები „ქ. მცხეთის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის” პროექტის თაობაზე

baneri_GA

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები „ქ. მცხეთის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის” პროექტის გარემოზე ზემოქმდების შეფასების დოკუმენტის, დოკუმენტის საჯარო განხილვის ორგანიზების პროცესისა და პროექტის განხორციელების დაფინანსების თაობაზე. ჩამოტვირთვა

»»»

მწვანე ალტერნატივას საჯარო პოლიტიკის ნარკვევი: საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები

baneri_GA

მწვანე ალტერნატივამ გამოსცა საჯარო პოლიტიკის ნარკვევი თემაზე: საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები, დოკუმენტში განხილულია საქართველოს თანამედროვე ენერგო-პოლიტიკა და გაანალიზებულია, თუ რამდენად შეესაბამება ქვეყნის ენერგო-სექტორში არსებული ტენდენციები მდგრადი ენერგეტიკის პრინციპებს. ჩამოტვირთვა

»»»

Page 3 of 41234