საჯარო პოლიტიკის ნარკვევი – ატმოსფერული ჰაერის დაცვა საქართველოში: ინსტიტუციური მოწყობა და რეგულირების ინსტრუმენტები

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი – ატმოსფერული ჰაერის დაცვა საქართველოში: ინსტიტუციური მოწყობა და რეგულირების ინსტრუმენტები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მექანიზმები, რომლებიც მოქმედებს საქართველოში, ნაკლებად ეფექტურია ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის თვალსაზრისით. ზოგიერთი მექანიზმი, რომელიც მოქმედებს მოწინავე ქვეყნებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის სფეროში, საქართველოში არ გამოიყენება. მათ შორის, საქართველოში, მაგალითად, არ გამოიყენება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების განსაზღვრის მიდგომები გარემოზე ზემოქმედების ნებართვების გაცემისას, ასევე არ გამოიყენება ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებზე გადასახადი, საწვავზე გადასახადი მავნე ნივთიერებების შემცველობის …

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი - ატმოსფერული ჰაერის დაცვა საქართველოში: ინსტიტუციური მოწყობა და რეგულირების ინსტრუმენტები

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მექანიზმები, რომლებიც მოქმედებს საქართველოში, ნაკლებად ეფექტურია ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის თვალსაზრისით. ზოგიერთი მექანიზმი, რომელიც მოქმედებს მოწინავე ქვეყნებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის სფეროში, საქართველოში არ გამოიყენება. მათ შორის, საქართველოში, მაგალითად, არ გამოიყენება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების განსაზღვრის მიდგომები გარემოზე ზემოქმედების ნებართვების გაცემისას, ასევე არ გამოიყენება ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებზე გადასახადი, საწვავზე გადასახადი მავნე ნივთიერებების შემცველობის მიხედვით და ა.შ. არსებული სააქციზო გადასახადი ავტომობილებზე კი, მოძველებული (7-14 წლის) ავტომობილების იმპორტს აძლევს სტიმულს, რაც კიდევ უფრო ზრდის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემას. 


საჯარო პოლიტიკის ნარკვევი – ტურიზმის განვითარება საქართველოში

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი – ტურიზმის განვითარება საქართველოში ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ ტურიზმის განვითარების მიზნით მთიანი რეგიონების და სოფლების ხელშეწყობა დაიწყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ტურიზმის საშუალებით საკუთარი საარსებო წყაროს გაუმჯობესებაში დაეხმარება. მიუხედავად ამბიციური გეგმებისა, ტურიზმის განვითარება საქართველოში საკმაოდ ქაოტურად გამოიყურება; სტრატეგიული დაგეგმვის ნაკლებობა ანელებს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. ტურიზმის განვითარება ახალი სფეროა არა მხოლოდ ადგილობრივი კომპანიებისა და ადგილობრივი თემებისთვის, არამედ სამთავრობო სტრუქტურებისთვისაც და ამან, …

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი - ტურიზმის განვითარება საქართველოში

ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ ტურიზმის განვითარების მიზნით მთიანი რეგიონების და სოფლების ხელშეწყობა დაიწყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ტურიზმის საშუალებით საკუთარი საარსებო წყაროს გაუმჯობესებაში დაეხმარება. მიუხედავად ამბიციური გეგმებისა, ტურიზმის განვითარება საქართველოში საკმაოდ ქაოტურად გამოიყურება; სტრატეგიული დაგეგმვის ნაკლებობა ანელებს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. ტურიზმის განვითარება ახალი სფეროა არა მხოლოდ ადგილობრივი კომპანიებისა და ადგილობრივი თემებისთვის, არამედ სამთავრობო სტრუქტურებისთვისაც და ამან, შესაძლოა, ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე. 


წყლის სექტორი: თანამედროვე ინსტიტუციური მოწყობა და რეგულირების მექანიზმები

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი - წყლის სექტორი: თანამედროვე ინსტიტუციური მოწყობა და რეგულირების მექანიზმები საქართველოში წყლის მართვის სისტემა, ძირითადად, გასული საუკუნის 90-იან წლების მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. 2005 წლის შემდეგ სისტემამ ეტაპობრივად განიცადა ცვლილებები; ბოლო მასშტაბური ცვლილებები 2011 წლის მარტში განხორციელდა. წარმოდგენილ საჯარო პოლიტიკის ნარკვევში განხილულია ბოლო წლებში საქართველოს წყლის სექტორში განხორციელებული მარეგულირებელი ჩარჩოსა და ინსტიტუციური მოწყობის რეფორმის შედეგად მიღებული სურათი; ასევე გაანალიზებულია, თუ რამდენად …

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი - წყლის სექტორი: თანამედროვე ინსტიტუციური მოწყობა და რეგულირების მექანიზმები

საქართველოში წყლის მართვის სისტემა, ძირითადად, გასული საუკუნის 90-იან წლების მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. 2005 წლის შემდეგ სისტემამ ეტაპობრივად განიცადა ცვლილებები; ბოლო მასშტაბური ცვლილებები 2011 წლის მარტში განხორციელდა. წარმოდგენილ საჯარო პოლიტიკის ნარკვევში განხილულია ბოლო წლებში საქართველოს წყლის სექტორში განხორციელებული მარეგულირებელი ჩარჩოსა და ინსტიტუციური მოწყობის რეფორმის შედეგად მიღებული სურათი; ასევე გაანალიზებულია, თუ რამდენად უწყობს ხელს ამჟამინდელი ინსტიტუციური მოწყობა და რეგულირების ინსტრუმენტები წყლის სექტორში ეროვნული პოლიტიკის მიზნების მიღწევას. ნარკვევის დასასრულს წარმოდგენილია რეკომენდაციები პოლიტიკის მიზნების მისაღწევად გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ. 


არა დიდ კაშხლებს – ლიფლეტი

არა დიდ კაშხლებს - ლიფლეტი  დიდი კაშხლების პროექტების განხორციელების შედეგად: ✔ წყლის ქვეშ აღმოჩნდება ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივი; ✔ ხშირად იტბორება ისტორიული სოფლები, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობის ძეგლები; გარდა ამისა, მთიან რეგიონებში ასეთი პროექტების განხორციელებისას, ძლიერდება სოფლების დაცლის რისკი; ✔ ათასობით ადამიანს იძულებით უწევს საკუთარი მიწა-წყლის დატოვება ადექვატური კომპენსაციის გარეშე; ✔ ნადგურდება ფლორისა …

არა დიდ კაშხლებს - ლიფლეტი 

დიდი კაშხლების პროექტების განხორციელების შედეგად:

✔ წყლის ქვეშ აღმოჩნდება ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივი;
✔ ხშირად იტბორება ისტორიული სოფლები, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობის ძეგლები; გარდა ამისა, მთიან რეგიონებში ასეთი პროექტების განხორციელებისას, ძლიერდება სოფლების დაცლის რისკი;
✔ ათასობით ადამიანს იძულებით უწევს საკუთარი მიწა-წყლის დატოვება ადექვატური კომპენსაციის გარეშე;
✔ ნადგურდება ფლორისა და ფაუნის უმნიშვნელოვანესი სახეობები, მცირდება ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება;
✔ შეუქცევადი ზიანი ადგება შავი ზღვის სანაპირო ზოლს, იმ შემთხვევაში, თუ მდინარეები ჩაედინება შავ ზღვაში;
✔ იცვლება მიკროკლიმატი, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს სოფლის მეურნეობასა და ტურისტულ გარემოზე;
✔ არარაციონალურად გამოიყენება საქართველოს ბუნებრივი რესურსები - ინვესტორებს ათასობით ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივი გადაეცემათ სიმბოლურ 1 აშშ დოლარად;
✔ ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი არ მცირდება;
✔ არ უწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და სიღარიბის დაძლევას რეგიონებში; როგორც წესი, ადგილობრივი მოსახლეობა ასრულებს დაბალკვალიფიციურ, მცირეანაზღურებად და დროებით სამუშაოს. 
✔ განუსაზღვრელი დროით ავადებს განახლებადი ენერგო-პროექტების (მცირე ჰესები, ქარი, მზე და სხვა) განხორციელებას საქართველოში. 


ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის მექანიზმის (ENPI) გზამკვლევი

ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის მექანიზმის (ENPI) გზამკვლევი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა (ENP) ჩამოყალიბდა 2003 წელს. ENP-ს მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან უშუალო მეზობლობაში მყოფი ქვეყნების სტაბილურობასა და სახელისუფლებო სტრუქტურების გამართულ მუშაობაში, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის აღმოსავლეთითა და სამხრეთით ძლიერი ხელისუფლების მქონე სახელმწიფოების ჯაჭვის ჩამოყალიბებას, რომლებთანაც ევროკავშირს ექნება მჭიდრო და თანამშრომლური ურთიერთობა.  ENP-ს ფარგლებში ევროკავშირი მის მეზობლებს სთავაზობს პრივილეგირებულ ურთიერთობებს, რომლებიც აგებულია …

ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის მექანიზმის (ENPI) გზამკვლევი

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა (ENP) ჩამოყალიბდა 2003 წელს. ENP-ს მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან უშუალო მეზობლობაში მყოფი ქვეყნების სტაბილურობასა და სახელისუფლებო სტრუქტურების გამართულ მუშაობაში, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის აღმოსავლეთითა და სამხრეთით ძლიერი ხელისუფლების მქონე სახელმწიფოების ჯაჭვის ჩამოყალიბებას, რომლებთანაც ევროკავშირს ექნება მჭიდრო და თანამშრომლური ურთიერთობა. 

ENP-ს ფარგლებში ევროკავშირი მის მეზობლებს სთავაზობს პრივილეგირებულ ურთიერთობებს, რომლებიც აგებულია საერთო ფასეულობებისადმი ერთგულებაზე, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, სახელისუფლებო წესრიგი, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და მდგრადი განვითარება.