სადისკუსიო დოკუმენტი – გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მინიმალური სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში

გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მინიმალური სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში - სადისკუსიო დოკუმენტი საქართველოში ორჰუსის კონვენცია თითქმის 12 წელია უკვე ძალაშია; მიუხედავად ამისა, ამ კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებების რეალიზების თვალსაზრისით, ქვეყანაში მდგომარეობა ძალზე მძიმეა – საზოგადოების ხელმისაწვდომობა გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, ისევე როგორც გადაწყვეტილებების მიღების პროცესებზე, ძალზე შეზღუდულია. პრაქტიკაში, საზოგადოების მონაწილეობა  გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრელი დოკუმენტების, ისევე როგორც ნორმატიული აქტების შემუშავებისას სპორადული, არათანამიმდევრულია და …

გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მინიმალური სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში - სადისკუსიო დოკუმენტი

საქართველოში ორჰუსის კონვენცია თითქმის 12 წელია უკვე ძალაშია; მიუხედავად ამისა, ამ კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებების რეალიზების თვალსაზრისით, ქვეყანაში მდგომარეობა ძალზე მძიმეა -
საზოგადოების ხელმისაწვდომობა გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, ისევე როგორც გადაწყვეტილებების მიღების პროცესებზე, ძალზე შეზღუდულია. პრაქტიკაში, საზოგადოების მონაწილეობა 
გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრელი დოკუმენტების, ისევე როგორც ნორმატიული აქტების შემუშავებისას სპორადული, არათანამიმდევრულია და არ ეფუძნება რაიმე დადგენილ, საყოველთაოდ მიღებულ პროცედურებს. ეს თავის მხრივ, ზეგავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიღების პროცესებისადმი, ასევე საბოლოო „პროდუქტისადმი“, საზოგადოების ნდობის ხარისხზე და ხშირად, ამცირებს თავად გადაწყვეტილებების ეფექტურობას.


საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში მესამე ანგარიში

 საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში მესამე ანგარიში საკუთრების ხელყოფის ფაქტები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება.  ანგარიში საკუთრების სხვადასხვა ფორმით ხელყოფის საკითხებს ეხება და რამდენიმე რეგიონს მოიცავს. ანგარიში შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან:  1. მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების ჩუქება-მიტოვების ფაქტები. 2. მესაკუთრეების მიერ უკვე რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე თვითნებური დარეგისტრირება.

 საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში მესამე ანგარიში

საკუთრების ხელყოფის ფაქტები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება.  ანგარიში საკუთრების სხვადასხვა ფორმით ხელყოფის საკითხებს ეხება და რამდენიმე რეგიონს მოიცავს. ანგარიში შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: 

1. მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების ჩუქება-მიტოვების ფაქტები.

2. მესაკუთრეების მიერ უკვე რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე თვითნებური დარეგისტრირება.