შეთანხმება გარემოს წინააღმდეგ

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი – შეთანხმება გარემოს წინააღმდეგ. წარმოდგენილ საჯარო პოლიტიკის ნაშრომში განხილულია კანონის დებულებები, მათი შესაბამისობა მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში აღიარებულ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ძირითად პრინციპებთან და მიდგომებთან; ასევე, რა საფრთხეებს შეუქმნის კანონის ამოქმედება გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობას. 

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი - შეთანხმება გარემოს წინააღმდეგ.

წარმოდგენილ საჯარო პოლიტიკის ნაშრომში განხილულია კანონის დებულებები, მათი შესაბამისობა მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში აღიარებულ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ძირითად
პრინციპებთან და მიდგომებთან; ასევე, რა საფრთხეებს შეუქმნის კანონის ამოქმედება გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობას. 

კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, გარემოს დაცვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებულ პრინციპებს და შეიცავს მნიშვნელოვან გარემოსდაცვით, კორუფციულ, ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკური ხასიათის რისკებს. კანონი მიეკუთვნება იმ უიშვიათეს საკანონმდებლო აქტთა რიგს, რომელიც, არსებული სახით, პრინციპულად შეუთავსებელია თვით გარემოს დაცვის იდეასთანაც კი და ამის გათვალისწინებით, მიუღებელია ოცდამეერთე საუკუნის საზოგადოებისთვის.